-
ავტორი
- კატეგორიები: ბიოლოგი ასოცირებული პროფესორი
ბაკურაძე ეკატერინე დურმიშხანის ასული (14.V.1979, თბილისი), ბიოლოგი. თსუ-ის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ბაკალავრიატი (2002), მაგისტრატურა (2004). საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „ვირთაგვას ღვიძლის რეგენერაციის თავისებურებები ქოლესტაზის პირობებში“ (2006). მისი სამეცნ. ინტერესის სფეროს წარმოადგენს ღვიძლის რეგენერაცია, სხვადასხვა ორგანოს და ქსოვილის მორფოლოგია, სხვადსხვა პათოლ. პროცესის უჯრედული და მოლეკულური მექანიზმების კვლევა. მონაწილეობდა სხვადასხვა სამეცნ. პროექტში “Influence of Orexinergic System on Epileptic Activity of the Brain” საერთაშ. სამეცნ. - ტექნ. ცენტრი ISTC (2006-2009); ექსტრაუჯრედული უბიკვიტინის გავლენა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური ღვიძლის რეგენერაციაზე; (შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდი, 2010-2012); უჯრედების ზრდის მაინჰიბირებელი ენდოგენური ცილოვანი კომპლექსის ზემოქმედების შესწავლა ძვლის ტვინის მორფო-ფუნქციურ აქტიურობაზე (შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდი, 2013-2014); "Extraction ”verte”, stabilisation et valorisation des composants bioactifs de Ribes nidrigolaria et Cucurbita maxima (ExtraVert_CBA)" (DRECO-7859-SER-ECO, 2023-2024). არის რამდენიმე სამაგისტრო და საბაკალავრო დისერტაციების ხელმძღვ. (2010-დან) და ბიოლოგიის საერთაშ. ოლიმპიადის კოორდინატორი საქართველოში. საქართვ. ნაკრების ხელმძღვანელის სტატუსით მონაწილეობდა ბიოლოგიის საერთაშ. ოლიმპიადაში (2011-2023). გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნ. ნაშრომი. მათ შორის: “Regeneration of white rat liver during cholestasis” (Tsitologiia, 2004, N 46); “Ubiquitin in combination with alcohol stimulates proliferative activity of hepatocytes” (Georgian Medical News, 2013, N 10); “Properties of the thermostable protein complex of rat brain inhibiting the cell proliferation” (Cell J (Yakhteh), 2018, N 19); “HGF/C-Met/ERK1/2 Signaling Pathway and Hepatocyte Polyploidization in Cholestatic Liver of Adult White Rats” (Progress in Medical Sciences, 2025, N 9); “Kainic acid status epilepticus - induced changes in the hippocampus and hypothalamus alter the effects of exogenous Orexin-A in the hippocampus” (IBRO Neuroscience Reports, 2025, N19).