ბაქრაძე თეიმურაზ სიმონის ძე (01.XII.1946, ჩოხატაური), ინჟინერი. დაამთავრა სტუ-ის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკ-ტი (1970); ინჟინერ-ელექტრიკოსი; ფიზ.–მათ. მეცნ. კანდიდატი, დაიცვა დისერტაცია თემაზე:,,კოსმოსური სხივების ვარიაციების დაყოფა სპექტროგრაფიული მეთოდით თბილისში დაკვირვებული მონაცემების ავტომატიზირებული რეგისტრაციისა და დამუშავების სისტემის გამოყენებით“ (1986); მეცნ. აკადემ. დოქტორი (2007). მიღებული აქვს მ. ალექსიძის სახ. პრემია (2008). არის ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ–ის აკადემ. საბჭოს წევრი (2024). მონაწილეობა მიიღო სამეცნ. კონფერენციებში და გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში: ,,Влияние закона сохранения момента количества движения на тектонику Земли при ее прхождении через нейтральный слой межпланетного магнитного поля“ (Ин-т геофизики имю М. Нодиа, сб. трудов, 2015); ,,On the Connection between Annual Variations of the Intensity of Cala Galactic Cosmic Rays and Changeability of Cloudiness and Air Temperature in Tbilisi” 9Journal of the Georgian Geophysical Sosiety, 2016); ,,საპლანეტათაშორისო მაგნიტური ველის სექტორული სტრუქტურა და მისი გავლენა კოსმოსური სხივების ფორბუშ ეფექტებზე“ (საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია „დედამიწასა და მის გარსებში მიმდინარე გეოფიზიკური პროცესები“, 2023).