-
ავტორი
- კატეგორიები: ლოტბარი
ბაქრაძე გურამ სერგოს ძე
ბაქრაძე გურამ სერგოს ძე (11.XII 1931, თბილისი - 05.IV.1995, თბილისი). მუსიკოსი, პედაგოგი, ლოტბარი. საქართვ. სახ. არტისტი (1984), საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1966 ). ბ. გ.-მა დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვ. საგუნდო-სადირიჟორო განხრით (1957), იყო საქართვ. სახელმწ. კაპელის დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვ. (1963–1975), საქართვ. ხალხ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღ. (1975–1987); თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვ. პედაგოგი (1987 წ.-დან) და თსუ-ის სტუდენტ მომღერალთა გუნდის ხელმძღვ.
ლიტ.: გურამ ბაქრაძე. საქართველო: ენციკლოპედია, (1997. ტ.I. გვ.374); გურამ ბაქრაძე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: 1918-1998: საიუბილეო კრებული, (1998, გვ-434), უნ-ტის გაბ-ბა, ISBN 999285684.