ბაქრაძე გიორგი ილარიონის ძე
ბაქრაძე გიორგი ილარიონის ძე

ბაქრაძე გიორგი ილარიონის ძე (07.IV.1887, ვლადიკავკაზი-18. XII, 1960, თბილისი),   ბიბლიოთეკათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, ესპერანტისტი. დაამთავრა ვარშავის საბეითლო ინ-ტი (1914). ბ. გ. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობას იწყებს თბილ. გუბ. ბორჩალოს მაზრის დაბა ჯალალოღლიში (ახლანდელი სტეფანავი, სომხ. რესპ.), შემდეგ იყო თსუ-ის სამეცნ. ფუნდამენტური ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე (1918). მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსებასა და მისი მეცნ. შესწავლის საქმეში.  თსუ-ში დაამთავრა ფილოლ. ფაკ-ტი გერმ. ენისა და ლიტ-რის სპეციალობით (1935-1937). ბ. გ. მუშაობდა საქართვ. სახელმწ. საჯარო ბიბლიოთეკაში (ახლანდ. ეროვნ. ბ-კა) ბიბლიოთაკათმცოდნეობის კაბინეტის გამგედ (1937-1939); იყო საქართვ. წიგნის პალატის სწავლული მდივანი, თბილ. ს. ს. ორბელიანის სახ. პედ. ინ-ტის ბიბლიოთაკათმცოდნეობის კათედრის გამგე (1938). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “მასალები ქართული პერიოდიკის ისტორიისათვის” (1947). მას დიდი დამსახურება მიუძღვის საქართვ. ბიბლიოთაკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის განვითარების საქმეში. მისი ნაშრომებია: “ბიბლიოთეკონომიური ტერმინოლოგია” (1925); “ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია: (ბიბლიოგრაფიული საძიებელი)” (1925); „ბიბლიოთეკათმცოდნეობა და საბიბლიოთეკო სპეციალობა ჩვენში“ (1938); “ქართული ლექსიკოლოგიური ლიტერატურა: 1823-1939” (1940); “საქართველოს სამეცნიერო ბიბლიოთეკების უცხოური პერიოდიკის შეერთებული კატალოგი” (1946); “ქართული ბიბლიოგრაფია როგორც წიგნმცოდნეობის დარგი” (1949). ვლადიკავკაზის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში ბ. გ.-მ შეისწავლა ესპერანტო. სპეც. გამოცდის ჩაბარების შემდეგ იგი საერთაშ. ინ-ტის პროფესორად, შემდეგ კი ლონდონის ესპერანტოს ვეტერანთა საზ-ის წევრად აირჩიეს (1958).

თხზ.: ბაქრაძე, გ. (1927). ქართულ ბეჭდვით ნაწარმოებთა კატალოგიზაცია : 1 : აღწერა კორპორატიული ავტორობის პრინციპით. ტფ., ს.ს.ს.რ. პოლიტ. განათლების მთავარმმართველობის გამ-მა; ბაქრაძე, გ. (1939). ბიბლიოგრაფიული მომსახურების ორგანიზაცია ბიბლიოთეკებში: მოკლე სახელმძღვანელო საბიბლიოთეკო კურსების მსმენელთათვის და ბიბლიოთეკარებისათვის. თბ.; ბაქრაძე, გ. (1940). ი. ბ. სტალინის ბიობიბლიოგრაფია. თბ.; ბაქრაძე, გ. (1946). ქართული პერიოდიკა: 1819-1945. თბ., წიგნის პალატის გამ-ბა.

ლიტ.: ბაქრაძე გიორგი ილარიონის ძე.  საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1. თბ., 1997, გვ. 373.