-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი პედაგოგი
ბახტაძე ლელა ტრისტანის ასული (12.IV. 1970. სენაკი). დაამთავრა თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტი, პოლიტეკონომიის სპეციალობით და მიენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია (1993); აქვე დაასრულა ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე: „ეკონომიკური რეფორმა და ფინანსური ურთიერთობების სრულყოფის საკითხები საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში: (საქართველოს მაგალითზე)“ (1998). მუშაობდა ვ. მელქაძის სახ. სოციალურ-ეკონომიურ და რეგიონული პრობლემების სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, ფინანსების, ფულის მიმოქცევის და კრედიტის განყ-ების გამგედ (2004-2006); თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის ასოცირებულ პროფესორად (2006-2009), ამავე კათედრაზე პედაგოგად (2009-2014); არის თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის საერთაშ. ეკონ. და ეკონ. მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2014-დან). ბ. ლ.-ს კვლევის სფეროებია: ეკონ. თეორია, ეკონ. და ეკონ. აზრის ისტორია, საერთაშ. ეკონ. ურთიერთობები, მსოფლიო ეკონომიკა, საერთაშ. ფინანსები. იგი არის სხვადასხვა საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის მონაწილე; მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და სამეცნ. ნაშრომის ავტორი: „Factors Affecting the Innovation Economics and Position of Georgia in the Global Innovation Index“ (გლობალიზაცია და ბიზნესი, 2022, N 13); „Features of Public Debt Regulation in Georgia: Current Circumstances and Modern Challenges“ (გლობალიზაცია და ბიზნესი, 2022, N 13); „ადამიანის როლი ტრანსფორმირებადი ეკონომიკის პირობებში“ (ეკონომიკური პროფილი, 2009, აპრილი, N 6).
თხზ.: ბახტაძე, ლ. (2006). გარდამავალი ხანის ეკონომიკა: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის. თბ., სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, ISBN: 9994087134; ბახტაძე, ლ. (თანაავტორი). (2008). კორპორაციის ფინანსები: სახელმძღვანელო. თb., ISBN: 9789994069156; ბახტაძე, ლ. (2009). გარდამავალი ეკონომიკის თეორიისა და პრაქტიკის აქტუალური პრობლემები. თბ., ISBN: 9789941011924; ბახტაძე, ლ. (2010). თანამედროვე ფული და ფულის მომოქცევა: სახელმძღვანელო. თბ., ISBN: 9789941011917; ბახტაძე, ლ. (თანაავტორი). (2024). საქართველოს თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები. თბ., Smarty, ISBN: 9789941861901.