-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი ასოცირებული პროფესორი
ბახტაძე მიხეილ ალექსანდრეს ძე (08.VI.1967, თბილისი), ისტორიკოსი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2006). დაამთავრა თსუ–ის ისტორიის ფაკ–ტი (1992) და ამავე უნ-ტის ასპირანტურა (1995). ისტორიის მეცნ. კანდ. (1995), ისტორიის მეცნ. დოქტორი (2005); თსუ-ის მეცნიერ-თანამშრომელი (1997-2005), დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,საერისთავო ,,ქვეყნები“ და ერისთავობის ინსტიტუტი XI-XV საუკუნეების საქართველოში“ (1995), ხოლო სადოქტორო თემაზე ,,ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში“ (2005). იგი არის თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2006-დან), თსუ-ის აკად. საბჭოს წევრი (2022-2025), თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი (2010-2014); პოლონეთ-საქართვ. ისტორიკოსთა კომისიის წევრი (2017); რუმინეთ-საქართვ. ისტორიკოსთა კომისიის წევრი (2018); ბ.მ. სხვადასხვა დროს თსუ-ში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: საქართვ. ისტორიის ზოგადი კურსი; VIII-XV სს. საქართვ. ისტორია; ფეოდ. საგვარეულოების ისტორია; ფეოდ. საქართვ. სახელმწ. წყობილება; პოლონეთის ისტორია. ბ.მ.–ს კვლევის სფეროებია: საქართვ. შუა სს. სახელმწ. წყობილება, ფეოდ. საგვარეულოების ისტორია, საქართვ. დემოკრ. რესპ. სამხ. ისტორია, საქართვ-პოლონ. ურთიერთობა 1918-1939 წწ.
თხზ.: ბახტაძე, მ. (2003). ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში. თბ., არტანუჯი; ბახტაძე, მ. (2008). ჯაყელთა საგვარეულოს ისტორია XI-XV საუკუნეებში. თბ., არტანუჯი; ბახტაძე, მ. (2013). 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებების ისტორიიდან. არტანუჯი; ბახტაძე, მ. (2017). გენერალი ილია ოდიშელიძე. არტანუჯი; Bakhtadze, M. (2021). Briefing Papers of Branch II of the General Staff of the Polish Army on the Russo-Georgian War of 1921. Pamiec I Sprawisdliwosc 2 (38). Warszawa.; Bakhtadze, M. (2023). Some aspects of Georgian-Azerbaijani relations in 1918-1920. Journal of Historical Studies Volume 1 Number 4. Baku.; Bakhtadze, M. (2023). Centum Wojskowe w Gruzji jako jedno z czolowych organow ruchu antisowieckiego 1922-1923. „Nowu Prometeusz“. Warszawa.; Bakhtadze, M. (2023). Polish – Bolshevik War and Georgian Society (According to the materials of the Georgian Press). Polish-Georgian Historyans Commission Collected Works, Volume IV. Warszawa.