ბახტაძე დალი ევგენის ასული
ბახტაძე დალი ევგენის ასული

ბახტაძე დალი ევგენის ასული (19.II.1952, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი გამოყენებითი ბირთვული ფიზიკის სპეციალობით (1974).  ჯერ კიდევ სტუდენტი, მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტთან არსებულ, მაღალი ენერგიების ფიზიკის პრობლემურ ლაბორატორიაში სხვადასხვა პოზიციაზე (1970-დან); მუშაობა განაგრძო თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში ინჟინრის (1980-დან), უფრ. ინჟინრისა (1982-დან) და  მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე (1990-2005).  ბ. დ. თანამშრომლობდა ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტთან (JINR, რუსეთი) და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტთან (IHEP, პროტვინო, რუსეთი); არის რამოდენიმე სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-იც გამოქვეყნებულია მაღალ რეიტინგულ საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. და მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: „CHARACTERISTICS OF CHARGED PARTICLE MULTIPLICITY IN anti-n n AND n n INTERACTIONS AND anti-n n ANNIHILATION PROCESSES AT 6.1-GeV“ (Czech. J. Phys., B 36, 1273, 1986); „STUDY OF THE REACTION anti-D P ---> anti-P P anti-N AT 12-GeV/c AND anti-N P ELASTIC SCATTERING AT 6-GeV/c“ (Yad.Fiz. N 42, 903-912, 1985); 3) „Inclusive anti-Λ Polarization in K+ p Interactions at 32-GeV/c and 70-GeV/c“ (Phys. Lett. B 121, 183, 1983; Phys. Lett. B 125, 518, 1983 (erratum). ბ. დ. მონაწილეობდა საერთაშ. თანამშრომლობების ფარგლებში ჩატარებულ ექსპერიმენტებზე  მიმდინარე სამეცნ. კვლევებში, მიღებული ექსპერ. მასალის დამუშავებაში.