-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი პედაგოგი
ბაჯელიძე ალექსანდრე ქამილის ძე (17.V.1923, სოფ. ხუცუბანი, ქობულეთის რაიონი - 05.VIII.1985). ეკონომისტი, ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი. ბ. ა. სკოლის დამთავრებისთანავე გაიწვიეს ჯარში და მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში (1942). ომიდან დაბრუნების შემდეგ, ჩაირიცხა უნ-ტში ეკონ. ფაკ-ზე, პოლიტეკონომიის სპეციალობაზე (1946-1951), სწავლა განაგრძო ასპირანტურაში, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე: „ქობულეთის რაიონის კოლმეურნეობათა საზოგადოებრივი მეურნეობის განვითარება და კოლმეურნეთა კეთილდღეობის ზრდა ომის შემდგომ პერიოდში“ (1954). მუშაობდა ეკონ. კათედრაზე დოცენტად; დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (1968) და მუშაობა გააგრძელა ამავე კათედრაზე პროფესორად (1970-1985); მიღებული აქვს ჯილდოები სამამულო ომში საბრძოლო დამსახურებისთვის; ყამირის მიწების ათვისებისათვის. ბ. ა. ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა: „შვიდწლედში ციტრუსოვანთა მეურნეობის მძლავრი აღმავლობისათვის“ (საქ. ეკონომისტი, 1959, N9); „აჭარის მრეწველობის განვითარების საკითხები“ (საქ. სახელმწ. სას.-სამ. ინ-ტის შრომები, 1968, ტ.65); „კაპიტალიზმის საეთო კრიზისის გაღრმავებისათვის თანამედროვე ეტაპზე“ (ეკონომისტი, 1975, N6).
თხზ. : ბაჯელიძე, ა. (1961). საერთო საკოლმეურნეო წარმოება. თბ. საბჭოთა საქართველო; Баджелидзе, А. (1973). Основные вопросы экономики Аджарии (1878-1921 г.г.). Батуми, Сабчота Аджара; ბაჯელიძე, ა. (1981). აჭარის სოციალისტური სოფლის მეურნეობის აქტუალური საკითხები. თბ., საბჭოთა აჭარა.