-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი პედაგოგი
ბაჯაძე იოსებ სერაფიონის ძე (8.I.1908, ვანის რ-ნი, სოფ. გორა - 10.VI.1960), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის სოციალ-ეკონ. ფაკ-ტი (1930). საკავშ. სას.-სამ. მეცნ. აკადემიის ასპირანტურა (1931-1933). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „სსრკ ინდუსტრია და სოფლის მეურნეობის ურთიერთობა“ (1958). კითხულობდა ლექციებს თსუ-ში ეკონ. პოლიტიკისა და მეურნეობის თეორიაში. იყო ჟურნ. „საქართველოს ბოლშევიკის“ პასუხისმგებელი მდივანი, სას.-სამ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე; ამიერკავკ. სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის დირექტორი; საქართვ. მეცნ. აკად. ეკონ. და სამართლის ინ-ტის მრეწვ. ეკონ. განყ-ბის გამგე (1935-1950). იგი საქართვ. მეცნ. აკად. ეკონ. ინ-ტის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორია. იყო თსუ-ის ეკონ. ფაკ-ის პოლიტეკონომიის კათედრის გამგე (1950-1955); ფაკ-ტის დეკანი (1952-1956). ეკონ. მეცნ. დოქტორი და პროფესორი (1959-დან). გამოცემული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, კერძოდ:
თხზ.:ბაჯაძე, ი. (1948). სასოფლო-სამეურნეო შრომის ინდუსტრიული შრომის სახესხვაობად გადაქცევის შესახებ. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ბაჯაძე, ი. (1958). სსრ კავშირის ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის ურთიერთობა. თბ., აკად. გამ-ბა.