ბაინდურაშვილი ნუგზარ აკაკის ძე
ბაინდურაშვილი ნუგზარ აკაკის ძე

ბაინდურაშვილი ნუგზარ აკაკის ძე (21.II.1953, თბილისი), ფსიქოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლოგიის ფაკ-ტი ფსიქოლოგიის სპეციალობით (1975). დაიცვა დისერტაცია თემაზე „სიტყვის ბგერითი მხარისა და მისი მნიშვნელობის ურთიერთშესატყვისობის წვდომის უნარი, როგორც ენობრივი ნიჭის კომპონენტი და მისი გამოვლენის ასაკობრივი თავისებურებანი“ (“Способность постижения взаимосоответствия звуковой стороны слова и его значения как компонент лингвистической способности и возрастные особенности ее проявления”, 1986). იყო პუშკინის სახ. პედ. ინ-ტის ასპირანტი (1976-1979); ასოცირებული პროფესორი (2010-2016). მუშაობდა ტექნ. ესთეტიკის საკავშ. ინ-ტის საქართვ. ფილიალში (1985) და თსუ-ში ფსიქოლ. კათედრაზე ლექტორად. მის პუბლიკაციებს შორისაა: „ენობრივი ნიჭისა და მისი დიაგნოსტირების საკითხისათვის(„სკოლა და ცხოვრება“, №5, 1986).