-
ავტორი
- კატეგორიები: ჟურნალისტი პოლიტიკოსი საქართველოს პარლამენტის წევრი
ბაიბურთი ვან (11.VII. 1940, ქ. თბილისი), ქართვ. პოლიტ., ჟურნალისტი, საქართვ. მე-5-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999, 2004), საქართვ. ჟურნ. ფედერ. წევრი, საქართვ. სომხ. კულტ.-საქველმოქმედო საზ-ბის ვიცე–პრეზიდენტი. ბ. ვ.-მ დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფა-ტი (1966). ბ. ვ. იყო: ,,ახალგაზრდა კომუნისტის“ (1961-1962); ,,მოლოდიოჟ გრუზიის“ (1962-1964); ,,კომსომოლსკაია პრავდის“ კორესპონდნეტი (1965-1967); ,,სოვეტსკი სპორტის“ საკუთარი კორესპონდენტი სომხეთში (1967-1972), ,,საქინფორმის“ საზ.-პოლიტ. განყ-ბის რედ. (1972-1977); ახალი ამბების სააგენტოს საკუთარი კორესპონდენტი საქართვ. (1977-1986); გაზ. ,,ვრასტანის’’ მთავარი რედ. (1986); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004); საარჩევნო ბლოკი: ,,საქართვ. მოქალაქეთა კავშირი“; საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (2004-2008); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ,,ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები“; საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით; საქართვ. პრეზიდენტის მრჩეველი (2009-2013). ბ. ვ. დაჯილდოებულია: ღირსების ორდენით საქართვ. ჟურნალისტიკის განვითარებისა და ქართ.-სომხ. ურთიერთობაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის გაზ. ,,ვრასტანში’’ (1996). ბ. ვ. აირჩიეს თბილ. საპატიო მოქალაქედ (2022).