ბაგრატიონი ნოდარ ნიკოლოზის ძე
ბაგრატიონი ნოდარ ნიკოლოზის ძე

ბაგრატიონი ნოდარ ნიკოლოზის ძე (20. VIII. 1937, თბილისი), ეკონომისტი, ეკონ.  მეცნ. დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა  თსუ-ის  ეკონომიკის  ფაკ-ტი, ფინანსებისა და კრედიტის  სპეციალობა  (1956-1961); დატოვებულ იქნა კათედრაზე მასწავლებლად; დაიცვა საკანდიდატო  დისერტაცია  თემაზე: „მევენახეობის კოლმეურნეობათა  წარმოებრივი  დანახარჯების  მოკლევადიანი  დაკრედიტება“ (1973); იყო ეკონომიკის ფაკ-ტის დეკანის  მოადგილე (1977-1990); შემდეგ აირჩიეს  ფინანსებისა  და  კრედიტის  კათედრის  გამგედ (1990); თსუ-ის  სამეცნ.  საბჭოს  გადაწყვეტილებით  მიენიჭა პროფესორის  წოდება (1993); დაინიშნა  საქართვ.  ფინანსთა  მინისტრის  მოადგილედ (1993-დან), შემდეგ ფინანს. პოლიტიკის მრჩეველთა საბჭოს მთ.  სახელმწ. მრჩევლად; საქართვ. ფასიანი  ქაღალდების ეროვნ. კომისიის მრჩევლად (1995-2004). კითხულობდა  ლექციებს  სხვასხვა  დისციპლინაში; მიღებული  აქვს მადლობები  უნ-ტის  რექტორისა  და  ფინანსთა მინისტრისაგან.  გამოქვეყნებული  აქვს 60-მდე  ნაშრომი: „კორპორაციული მმართველობითი გადაწყვეტილების კრიტერიუმები“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2011, სექტემბერი-ოქტომბერი, N5); „საბანკო ბაზრის ფუნქციონირების თავისებურებების“ (გურამ თავართქილაძის სასწ. უნ-ტის სამეცნ. შრ. კრ., 2012, N2); „სავალუტო ბაზრის ფუნქციონირებისა და ვალუტის კონვერტირებადობის ზოგიერთი საკითხი“ (გურამ თავართქილაძის სასწ. უნ-ტის სამეცნ. შრ. კრ., 2014, N 4).

თხზ.: ბაგრატიონი, ნ. (1987). მრეწველობის  დაკრედიტების  საკითხები: მონოგრაფია. თბ.; ბაგრატიონი, ნ. (1987). კრედიტის  ორგანიზაცია  და  დაგეგმვა. თბ. უნ-ტის გამ-ბა; ბაგრატიონი, ნ. (1988).  საბანკო  სისტემის  რეფორმა. თბ.; ბაგრატიონი, ნ. (თანაავტორი). (1990). საქართველოს რესპუბლიკის  საბაზრო  ეკონომიკაზე  გადასვლის  კონცეფცია. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ბაგრატიონი, ნ. (მთარგმნელი). (1992). სასაქონლო  ბირჟა. თბ., ივერია.