ბაგრატიონი ირაკლი (ჯანო) კონსტანტინეს ძე
ბაგრატიონი ირაკლი (ჯანო) კონსტანტინეს ძე

ბაგრატიონი ირაკლი (ჯანო) კონსტანტინეს ძე (15 IX, 1909, სოფ. აბანო, ახლანდ.  ქარელის რ-ნი-15. V. 1979,  თბილისი), ქართვ. მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მუსიკოსი, საქ. სსრ სახ. არტისტი (1967).  თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (1933-1946). ბ. ჯ. ასრულებდა ქართ. ცეკვებს ოპერებში „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ქეთო და კოტე“ და სხვ. გამოდიოდა საბალეტო სპექტაკლებშიც (ზაალი - ანდრია ბალანჩივაძის „მთების გული“; დიტო - შ. თაქთაქიშვილის „მალთაყვა“). ბ. ჯ. იყო საქართვ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლის ერთ-ერთი ხელმძღვ. (1938-1945 და 1956-1970) და საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის მთავარი ქორეოგრაფი (1970-1979). ერთდროულად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატ. სტუდიაში (1934-1939). ბ. ჯ-მ  უნ-ტში შექმნა პირველი ქორეოგრაფ.  წრე, შემდგომში ქორეოგრაფ. ანსამბლი, რომელსაც ხელმძღვანელობდა (1945-1970). მან ასევე ჩამოაყალიბა  საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტის (ახლანდელი ტექ.  უნ-ტის) თვითმოქმედი ქორეოგრაფ. წრე (1935-1945). ბ. ჯ.-მ დადგა: ცეკვები „საქორწილო“, „ძველი თბილისის ფრესკები“, „ალვანური“ და სხვა. იგი იღვწოდა ქართ. ხალხ. ცეკვების უძველესი ტრადიციების შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის. უდიდესი როლი მიუძღვის  ქართ. ხალხ. ცეკვის საესტრადო სცენაზე შემოტნისა და დამკვიდრების საქმეში. აღსანიშნავია ბ. ჯ.-ს მოღვაწეობა ქართ. ესტრადაზე. იგი ხელმძღვ. საქართვ. ერთ-ერთ პირველ ჯაზურ კოლექტივს (1945-1950). აფხაზეთის ფილარმონიის საესტრადო ანსამბლს (1950-1953), საქართვ. ფილარმონიის საესტრადო კოლექტივს (1953-1956). ამ კოლექტივებთან ერთად ასრულებდა ქართ. და ამიერკავკ. ხალხთა სიმღერებს, განსაკუთრებით აღსანიშნავია მ. ჩირინაშვილის სიმღერა „ყვავილების ქვეყანა“ (ტექსტი ბ. ფერაძისა).

ლიტ.: ბაგრატიონი ირაკლი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია (1977). ტ. 2, გვ. 131; თათარაძე ა. ბაგრატიონი ირაკლი. საქართველო: ენციკლოპედია. (1997). ტ. 1, გვ. 319-320.