ბაგრატიონ-გრუზინსკი მიხეილ ალექსანდრეს ძე
ბაგრატიონ-გრუზინსკი მიხეილ ალექსანდრეს ძე

ბაგრატიონ-გრუზინსკი მიხეილ ალექსანდრეს ძე (10.II.1860 – 1935), ქართვ. თავადი, სამეფო გვარის წარმომადგენელი.  ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის შვილიშვილი - ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავალი, კერძოდ, ალ. ბაგრატიონ-გრუზინსკისა და მისი პირველი მეუღლის, ელენე ზაქარიას ასულ თარხან-მოურავის ვაჟი. იგი  იყო ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” აქტიური წევრი (1886-1918); ქართ. უნ-ტის დამუძნებელი საზ-ბის ერთ-ერთი აქტიური წევრი და წარმომადგენელი (1917-1918). თბილ. საადგილმამულო ბანკის გამგეობის წევრი (1894); თბილ. თავადაზნაურთა ბანკის კრებაზე ი. ჭავჭავაძისთვის მიყენებული შეურაცხყოფისთვის პოეტმა დუელში გამოიწვია მ. ვეზირიშვილი, ამ ისტორიულ დაპირისპირებაში, თვადი ი. ჭავჭავაძის რწმუნებულის (სეკუნდანტის) როლს ასრულებდა (1905). იგი აქტიურად მონაწილეობდა საქართვ. საზ-ებრივ და ფინანსურ საქმიანობაში.  ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისსა და მოსკოვში.

წყარო: საქართვ. ეროვნ. ბიბლიოთეკა; საქართვ. ეროვნ. არქივი, პ. მელიქიშვილის პირადი ფონდი; თსუ-ის ფონდი, ფ.471-1-16, ფურც. 2ა.