-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი დოცენტი
ბადრიძე ვენერა დიმიტრის ასული (03. IX. 1936, სოფ. საბუე, ყვარლის მუნიციპალიტეტი), ეკონომისტი, ეკონ. მეცნ. კანდ., დოცენტი. დაამთავრა თსუ-ის დარგობრივი ეკონომიკის ფაკ-ტი, შრომის ეკონომიკის სპეციალობით (1966-1971); შემდეგ ასპირანტურა (1971-1974); იყო ეკონომიკის კათედრის მასწავლებელი (1977-დან); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე; „Основные проблемы совершенствования организации труда в промышленном производстве: (на примере мебельного производства лесной и деревообрабатывающей промышленности Грузинской ССР)“ (1978); მიენიჭა მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის კათედრის დოცენტის წოდება (1982). ბ. ვ. თსუ-ში ეწეოდა პედ. და სამეცნ. საქმიანობას.
თხზ.: ბადრიძე, ვ. (1985). შრომის მეცნიერული ორგანიზაციის საფუძვლები სამრეწველო საწარმოში. თბ. უნ-ტის გამ-ბა; ბადრიძე, ვ. (1985). შრომის ორგანიზაციისა და სოფლის მეურნეობის ბრიგადული ფორმა. თბ. უნ-ტის გამ-ბა; ბადრიძე, ვ. (თანაავტორი). (2004). შრომის ორგანიზაცია. თბ. უნ-ტის გამ-ბა; 2004. ბადრიძე, ვ. (2004). გონებრივი შრომის ორგანიზაცია. თბ. უნ-ტის გამ-ბა; ბადრიძე, ვ. (თანაავტორი). (2004). სტუდენტის დროის ბიუჯეტი. თბ. უნ-ტის გამ-ბა.