ბადაგაძე ვახტანგ ვლადიმერის ძე
ბადაგაძე ვახტანგ ვლადიმერის ძე

ბადაგაძე ვახტანგ ვლადიმერის ძე (1932 დუშეთი - 2007თბილისი), მათემატიკოსი, თსუ-ის  პროფესორი (2006), კათედრის გამგე (1971), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1964).  დაამთავრა თსუ მექან.-მათ. ფაკ-ტი (1955) და  საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (ხელმძღვ. აკად. შ. მიქელაძე, 1958-1961).  სხვადასხვა დროს იყო: საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უმცრ. მეცნიერ-თანამშრომელიდა ამავე ინ-ტის სწავლული მდივანი (1961-1968), მერე უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1968-1971), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტის გამოთვლითი მათ. და ინფორმატიკის კათედრის გამგე (1971-1982) და დოცენტი (1982-2006). მისი სამეცნ. კვლევის ძირითადი მიმართულებაა სასრულსხვაობიანი ალგორითმების აგება და კვლევა. კერძოდ, ის სწავლობდა მეორე რიგის ელიფსური ტიპის დიფერენციალური განტ. რიცხვით ამოხსნებს; ასეთი ტიპის განტოლებების აპროქსიმაციას; ამ განტოლებებისათვის აგებდა სხვაობიან სქემებს. აზუსტებდა განშტოებადი შემთხვევითი პროცესების ზოგიერთი თეორემას; განსაზღვრავდა და იკვლევდა რიტცის კანონიკური განტოლებებიდან მწკრივის კორექტირების კოეფიციენტებს. ვ. ფადეევის მეთოდის გამოყენებით განიხილა დირიხლეს ამოცანა პუასონის მრავალგანზომილებიანი განტოლებისათვის. იგი ასევე სწავლობდა ზოგიერთ ვარიაციულ ამოცანას.

თხზ.: ბადაგაძე, ვ. (1983). წრფივი ალგებრის გამოთვლითი მეთოდები: ლექციების კურსი მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის:. თბ., უნ-ტის გამ-ბა.