-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი დოქტორი მეცნიერ თანამშრომელი
ბაბუციძე თამარ დავითის ასული (08.III.1947, თბილისი), დაამთავრა თსუ -ის ფიზიკის ფაკ-ტი (1972) და ასპირანტურა თეორ. ფიზიკის სპეციალობით (1975). ბ. თ.-ს მიენიჭა ფიზ.- მათ. მეცნ. კანდ. აკად. დოქტორის ხარისხი სადისერტაციო ნაშრომზე:„ნუკლონების კვარკული სტრუქტურა და ახლოქმედი ბირთვული ძალები“ (1988). მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის მაღალი ენერგიების ფიზიკის პრობლემურ ლაბორატორიაში (1975-1979), რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბებულ თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში მუშაობს დღემდე (ბოლო პოზიცია უფრ. მეცნიერ თანამშრომელი, 1980-დან). ბ. თ. არის მრავალი საგრანტო პროექტისა და ათეულობით ადგილ. და საერთაშ. კონფერენციის მონაწილე. მისი სამეცნ. ინტერესების სფერო: ჰადრონების ფიზიკა; ორ და სამკვარკიანი ბმული სისტემები. ბ. თ. არის 18 სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში: „The Spin structure of the q q interaction and the mass spectra of bound q anti-q systems: Different versions of the three-dimensional reductions of the Bethe-Salpeter equation“ (Phys. Lett. B 426, 139-148, 1998); ,,Bound q anti-q systems in the framework of the different versions of the three-dimensional reductions of the Bethe-Salpeter equation”, (Phys.Rev.C 59, 976-985, 1999); ,,Relativistic Field-Theoretical Approach of the Vector Meson Resonance Production in Reaction ∣ A + B → V + X → 1 + 2 + X ∣ and Determination of the Location of the Spin Quantization Axis of the Vector Meson-Resonance ∣V∣” (Moscow Univ.Phys.Bull. 79, 2024). ბ. თ.-მ კოლეგებთან ერთად მიიღო საქართვ. უმაღლ. განათლების სამინისტროს პირველი პრემია (1983).