ბაბუნაშვილი გიორგი ვახტანგის ძე
ბაბუნაშვილი გიორგი ვახტანგის ძე

ბაბუნაშვილი გიორგი ვახტანგის ძე (12. VI. 1941, თბილისი-07. IV. 2025, თბილისი ) დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1958-1963); მუშაობდა თსუ-ში ლაბორანტად (1964); საზღვარგარეთის ქვეყნებთან სამეცნ. ურთიერთობების განყ-ების გამგედ (1968-1972); დაამთავრა ასპირანტურა საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონ. და პოლიტ. გეოგრაფიის სპეციალობით (1967-1971). ბ. გ. გადაყვანილი იქნა უფრ. მასწავლებლად ხელმძღვანელ მუშაკთა და სპეც. კვალიფიკაციის ამაღლების ფაკ-ზე და დაევალა დეკანის მოვალეობის შესრულება (1974-1977); დაიკავა უფრ. მასწავლებლის თანამდებობა საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტის სოც. წარმოების ორგანიზაციის, მართვისა და დაგეგმვის კათედრაზე (1977-1980). მოსკოვის ცენტრ. ეკონ.-მათ. ინ-ტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „საწარმოო ძალების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული კომპლექსების განვითარებისა და განლაგების პრობლემები“ და მოიპოვა ეკონ. მეცნ. კანდ. ხარისხი (1977). ბ.  გ. მუშაობდა სახ. მეურნეობის ხელმძღვანელ მუშაკთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების ფაკ-ტზე შეიქმნილ ბუნებათსარგებლობის კათედრის გამგედ (1984); სასაქონლო მიმოქცევის სფეროს ეკონ. და მარკეტინგის, ასევე საქონელმიმოქცევის ეკონ. და ორგანიზაციის კათედრაზე, დოცენტად (1997-1998); საერთაშ. ბიზნესის ფაკ-ტის დეკანად (1996-2006).   დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის სახ. საიუბილეო მედლით.

თხზ.: ბაბუნაშვილი, გ. (თანაავტორი). (1988). ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება და გარემოს დაცვა: ლექციების კურსი). თბ., უნ-ტის გამ-ბა; ბაბუნაშვილი, გ. (თანაავტორი). (1992). ეკოლოგია და ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ბაბუნაშვილი, გ. (თანაავტორი). (1997). ბიზნესის ორგანიზაცია: ბიზნეს-გეგმის შედგენა: სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანლო. თბ., ცის ნამი; ბაბუნაშვილი, გ. (2000). საქართველოს ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების პრობლემები. თბ., უნ-ტის გამ-ბა.