ბაბუნაშვილი ელენე აკაკის ასული
ბაბუნაშვილი ელენე აკაკის ასული

ბაბუნაშვილი ელენე აკაკის ასული (3. XII. 1925, ქ. თბილისი — 21. I. 2013), ენათმეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1949). მუშაობდა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ახ. ქართ. ენის კათედრაზე (1952). იყო ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1974). იგი იყო ამავე უნ-ტის კათედრის გამგე (1984-დან). იგი იკვლევდა ქართ. ენის ისტ., ქართ.-სომხ. ენობრივი ურთიერთობისა და ქართ. გრამატ. აზროვნების ისტ. საკითხებს. შედგენილი აქვს სახელმძღვანელოები ქართ. ენის შემსწავლელ უცხოელთათვის. ბ. ე. გახდა საქართვ. მინისტრთა კაბინეტთან არსებული თანამედროვე ქართ. სალიტ. ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწ. კომისიის წევრი (1984), საქართვ. მეცნ. დამსახურებული მოღვაწე (1990-დან). მას გადაეცა ღირსების მედალი სტუდენტთა აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნ.-პედ. და საზ. მოღვაწეობისათვის (1998).

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ბაბუნაშვილი, ე. (1970). ანტონ პირველი და ქართული გრამატიკის საკითხები. მეცნიერება; ბაბუნაშვილი, ე. (1991). ანტონ პირველის „ქართული ღრამმატიკა“ და მისი ეროვნულ-ისტორიული მნიშვნელობა. მეცნიერება.