ბაბილუა ვლადიმერ ილიას ძე
ბაბილუა ვლადიმერ ილიას ძე

ბაბილუა ვლადიმერ ილიას ძე (26. IV, 1897, სოფ. ქვემო ჭალადიდი, ახლანდ. ფოთის ტერიტორია - 06.VI, 1977თბილისი), ქართ. ხალხ. სიმღერების შემსრულებელი და ლოტბარი. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1962). ბ. ვ.-მ  ფოთის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ხარკოვის უნ-ტში (1915). მოგვიანებით დაამთავრა თს ისტ. ფაკ-ტი  (1933). იგი მღეროდა ძუკუ ლოლუას გუნდში (1917).  ბ. ვ.  მუშაობდა დას. საქართვ. ეთნოგრ. გუნდის ლოტბარად (1924), საქართვ. ხალხ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლში (1940–1955); ერთდროულად  იყო საქართვ. რადიოკიმიტეტის გუნდის ხელმძღვ. (1940-1952). გუნდში ავქსენტი მეგრელიძის მოსვლის შემდეგ კი, იყო ლოტბარი და მომღერალ-სოლისტი. მაღალი ოსტატობით ასრულებდა ქართ. მუსიკის ფოლკლორის კლასიკურ ნიმუშებს („კუჩხი ბედნიერი“, „მიყვარს ფაცხა მე მეგრული“, „მახა“, „სი ქოულ ბატა“, „გულისა“, „ოდოია“ და სხვა). დიდი როლი ითამაშა ქართ. ხალხ. სიმღერის დახვეწისა და პოპულარიზაციის საქმეში.

ლიტ.: ბაბილუა ვლადიმერ. საქართველო: ენციკლოპედია. (1997), ტ. 1, გვ. 313.