ბაბილუა პეტრე
ბაბილუა პეტრე

ბაბილუა პეტრე კუკურის ძე (04.I.1979 ქ. ფოთი), მათემატიკოსი. თსუ–ის ასოცირებული პროფესორი (2020), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (2005), დაამთავრა თსუ–ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (2000) და მაგისტრატურა(2002). არის საქ. მათ. კავშირის და საერთაშ. სტატისტიკური ასოციაციის წევრი. მექან.-მათ. ფაკ-ტის ალბა­თობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის ასისტენტი (2003-2006); თსუ–ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ–ტის (ზსმფ) ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის მოწვეული პროფესორი (2006-2009); ამავე კათედრის ასისტენტ პროფესორი (2009-2020) და ასოცირებული პროფესორი (2020-დან); თსუ–ის ზუსტ და საბუნებისმეტ­ყველო მეცნ. ფაკ–ტის დეკანი (2024-დან). ის არის საქ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის ორი (2006-2009) და შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის ოთხი (2013-2015) გამარჯვებული პროექტის ძირითადი შემსრულებელი. მისი ძირითადი შრომები ეხება სემიმარტინალის ლოკალურ დროსა და ამერიკული ოფციონის ფასდადების ამოცანებს ერთგანზომილებიან დიფუზიურ მოდელში;  რეგრესიის ფუნქციის და განაწილების სიმკვრივის არაპარამერული გულოვანი შეფასებების შესწავლას; განაწილების სიმკვრივის ნადარაია-ვატსონის ტიპის შეფასებებს; თანხმობისა და ერთგვაროვნობის ჰიპოთეზის შემოწმებისათვის ახალი კრიტერიუმების აგებას და სხვა.

თხზ.: Babilua, P. (2006).Semimartingale local time and the American put option.Georgian Math. J. 13, No. 2; Babilua, P. (თანაავტორი). (2006).The American put option in a one-dimensional diffusion model with level-dependent volatility. International Journal of Probability. Stochastics 79, No. 1-2; Babilua, P. (თანაავტორი). (2017).On Deviations between Kernel Type Estimators of a Distribution Density in p≥2.  Independent Samples Comm. Statist. Theory Methods.