ბააზოვი დავით ილიას ძე
ბააზოვი დავით ილიას ძე

ბააზოვი დავით ილიას ძე (20.V.1937, გორი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი სპეციალობით ბირთვული ფიზიკა (1960). ამ პერიოდში ამერიკელმა მეცნიერმა ლიბიმ შექმნა არქეოლოგიური ნიმუშების დათარიღების რადიოაქტიული მეთოდი (ნობელის პრემია). ახალგაზრდა მეცნიერებმა ა. ბურჭულაძემ და დ. ბააზოვმა გადაწყვიტეს აეწყოთ საჭირო აპარატურა ამ მეთოდის გამოსაცდელად. უნ-ტში შეიქმნა შესაბამისი ლაბორ. ჩატარდა მნიშვნელოვანი კვლევა; მათ შორის უნდა აღინიშნოს მცხეთისა და უფლისციხის გათხრების დროს მოპოვებული არქეოლოგიური ნიმუშების დათარიღება. მოეწყო ასპირანტურაში (ქ. მოსკოვი, 1965) და დაიცვა საკანდ. დისერტაცია დიელექტრიკებში რადიაციული დეფექტების შესწავლის მიხედვით (1969). ბრუნდება თბილისში სამუშაოდ და გ. სანაძესთან ერთად იზოპრენის ფოტობიოსინთეზის შესწავლის მიზნით აყალიბებს ფოტოსინთეზის პრობლემურ ლაბორატორიას. იცავს სადოქტორო დისერტაციას (1988). ამ პერიოდში ბ. დ. არის ფოტოსინთეზის პრობლემური ლაბორ. წამყვანი მეცნ. თანამშრომელი, თსუ-ის ბიოლოგიური ფაკ-ტის პროფესორი და თბილისის სას.-სამ. ინ-ტის მათ. მოდელირების კათედრის პროფესორი. იზოპრენის პროდუქტიულობის გაზრდის ფუნდამენტალურად შესწავლის მიზნით შეიქმნა ერთიანი საქართველო-ისრაელის პროექტი გ. სანაძისა და ბ.  დ.-ის ხელმძღვანელობით. მუშაობს თელ-ავივის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტზე (1994). არის რუპინის აკად. ცენტრის ფიზიკის ინ-ტის დირექტორი (2001-დან). ბ. დ. არის კოვენტრის ინგლისური უნ-ტის ისრაელის განყ-ისა და რუპინის აკადემიური ცენტრის საინჟინრო ფაკ-ტის პროფესორი. ბ. დ. არის საქართვ. ებრაელთა მსოფლიო კონგრესის (სემკ) თანათავ-რის მოადგილე, სემკ-ის მეცნ.  კომისიის თავ-რე და საგნობრივი კომისიების ხელმძღვ.