ბააზი მათიას
ბააზი მათიას

ბააზ მათიას  ( Baaz Matthias, 08.X.1960, ავსტრია), თსუ-ის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისათვის ვენის უნ-ტის პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (14.09.2015).

ბ. მ.-მა ვენის უნ-ტში მოიპოვა დოქტორის სამეცნ. ხარისხი (1984). იგი ვენის ტექნიკურ უნ-ტში მათ. ლოგიკის განხრით უმაღლ. აკად. კვალიფიკაციის მფლობელი (1992) და ამავე უნ-ტის ასოცირებული პროფესორი გახდა.

ბ. მ.-ს კვლევის ძირითადი სფეროებია: მტკიცებულების თეორია, ფორმალური ენის თეორია, ჰილბერტის იპსილონის კალკულაცია, მათ. ლოგიკა და თეორ. კომპიუტერული მეცნიერება,  მრავალმნიშვნელობიანი  და განუსაზღვრელობის ლოგიკა, ავტომ. დედუქცია.

ბ. მ.-ს ეკავა კურტ გოედელის საზ-ბის აღმასრ. ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა. იგი იყო საზაფხულო პროგრამის თავ-რე ლოგიკაში (2014) და პროგრამების (LFCS'16, VSL'14, TABLEAUX'13, CSL'11) შერჩევის კომიტეტის წევრი.

პროფ. ბ. მ.  ხელმძღვანელობდა  საერთაშ. კონფერენციებსა და სემინარებს (ISRALOG'14, TbiLLC'13, LC'10, CSL'05 & FLoC'02).