-
ავტორი
- კატეგორიები: საპატიო დოქტორი
აზევედო სებასტიაო ფეიო დე (Azevêdo Sebastião Feyo de, 01. VI. 1951, პორტო, პორტუგალია), თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისათვის, მის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პორტოს უნ-ტის (პორტუგალია) რექტორსა და პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (08.12.2017).
ა. ს.-მა ქიმ. ინჟინერიის მიმართულებით დაასრულა პორტოს უნ-ტი (1973), უილსის უნ-ტში (სვონსი) მოიპოვა დოქტორის ხარისხი (1982), პრივატდოცენტია პორტოს უნ-ტის ინჟინერიის ფაკ-ტზე (1996), შემდგომ კი – ქიმ. ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი(1998).
მეცნიერის კვლევითი ინტერესები მოიცავს შემდეგ სფეროებს: უმაღ. განათლების მართვა, მოდელირების პრობლემა, ქიმ. და ბიოქი. პროცესების ოპტიმიზაცია და კონტოროლი, მოდელირების მეთოდები, მონიტორინგი და კონტროლი.
ა. ს. პორტოს უნ-ტში სხვადასხვა დროს იკავებდა შემდეგ აკადემიურ პოზიციებს: ინჟინერიის ფაკ-ტის ქიმ. ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი (1998), ინჟინერიის ფაკ-ტის ქიმ. ინჟინერიის ხუთწლიანი კურსის სამეცნ.-კვლ. სამუშაოების ხელმძღვ. (2001–2006), ქიმ. ინჟინერიის დეპარტამენტის თავმჯდომარე (2001-2010), ინჟინერიის ფაკ-ტის დეკანი (2010-2014). იგი ქიმ. და ნავთობქიმიური ინჟინერიის სადოქტორი კურსების დირექტორის თანამდებობას იკავებდა ავეიროს, კოიმბრას და ლისაბონის ტექნიკურ და ახალ უნ-ტებში (2011-2014).
ა. ს. რობოტოტექნიკისა და სისტემების ინ-ტის ეროვნ. საბჭოს თავმჯდომარისა (1997-2003) და აკრედიტაციისა და საინჟ. განათლების ევრ. კავშირის ადმ. საბჭოს ვიცეპრეზიდენტის თანამდებობებს იკავებდა (2009-2012).
პროფ. ა.ს. 15 სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვ., 1 წიგნისა და 60 სტატიის ავტორი და 8 წიგნის თანარედაქტორია. იგი 2016 წელს ქალაქ პარედეს საპატიო მოქალაქედ აირჩიეს და ოქროს მედალი გადასცეს.