-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
აზატოვი ალექსანდრე თენგიზის ძე (18.II.1982, თბილისი). სწავლობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე (1999-2003) და მიენიჭა ფიზიკის ბაკალავრის ხარისხი (2003). სწავლა განაგრძო თსუ-ის მაგისტრატურაში (2003-2005) და მიენიჭა ფიზიკის მაგისტრის ხარისხი (2005). ა. ა. სადოქტორო ნაშრომზე მუშაობდა მერილენდის უნ-ტში და მიიღო დოქტორის ხარისხი (PhD, 2010). სადისეტაციო თემაა: ’’არომატის ფიზიკა დამატებითი განზომილების მქონე მოდელებში’’. შემდეგ მუშაობდა მკვლევრად რომის უნ-ტში, CERN-სა და ICTP-ში. ამჟამად მუშაობს იტალიის უმაღლ. განათლებისა და მოწინავე კვლევების საერთაშ. სკოლაში (SISSA) ასოცირებულ პროფესორად. ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის ფენომენოლოგიის დარგში გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. მათ შორის: “Model-Independent Bounds on a Light Higgs” (თანაავტორი, 2012); “Effective field theory analysis of double Higgs boson production via gluon fusion” (თანაავტორი, 2015); “Bubble wall velocity: heavy physics effects” JCAP 01 (თანაავტორი, 2021).