ავალიანი  ირაკლი სერგის ძე
ავალიანი ირაკლი სერგის ძე

ავალიანი  ირაკლი სერგის ძე (28.VII.1957, ქ. თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი  თეორ. ფიზიკის მიმართულებით (1979) და ასპირანტურა (1982). ა. ი.-ს  მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდ. აკად. დოქტორის ხარისხი სადისერტაციო ნაშრომზე: „Изучение процессов инклюзивного образования адронов с большими поперечными импульсами в квантовой хромодинамике” (1985). მუშაობდა თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (1980-1995); გაცვლითი პროგრამით იყო ბერკლის კალოფორნიის უნ-ტში (1988-1989). ა. ი.-ის სამეცნ. კვლევების სფერო: თეორ. მაღალი ენერგიების ფიზიკა, კვანტური ქრომოდინამიკა, სუპერსიმეტრია; არის მრავალი საერთაშ. კონფერენციისა და სამეცნ. ნაშრომის ავტორიდა თანაავტორი, რომელთა უდიდესი ნაწილი გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. ჟურნ., ასევე განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: „Anomalous Dimensional Quark counting of hard processes in QCD” (Nucl.Phys. B, 223, 81, 1983); „Pure Monojet events at hadron colliders: supersymmetry or the Standard model?“ (Z.Phys. C, 45, 415, 1990); „Scalar quark pair Production in three jet events“ (Phys. C, 50, 473-476, 1991);  მუშაობდა ენერგეტიკის სფეროში, უცხოურ კომპანიები: UDAID, AES-Telasi (1994-2004); დღემდე არის ჩეხური კომპანიის „ენერგო-პრო ჯორჯია“ საინფორმაციო ტექნოლ. დეპარტ.  ხელმძღვ. (2004-დან).