ავალიანი ლალი ავთანდილის ასული
ავალიანი ლალი ავთანდილის ასული

ავალიანი ლალი ავთანდილის ასული (20.VII.1939, თბილისი), ფილოლოგი, ესეისტი, კრიტიკოსი. ფილოლ. მეცნ. კანდ. (1969), ფილოლ. დოქტორი (2007). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1962) და ასპირანტურა (1965). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „პ. იაშვილის ცხოვრება და შემოქმედება“ (1969). კითხულობდა ლექციებს თსუ-ში (1970-73), იყო „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ ენისა და ლიტ-რის განყ-ბის სამეცნ. რედ. (1966-1990), შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტის  უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1990-2025). მისი ინტერესის სფერო, ძირითადად, მოიცავს XX ს. ქართ. მოდერნისტული მწერლობის კვლევას, ქართ. კლასიკისა და მოდერნიზმის ურთიერთმიმართებას, საბჭ. ეპოქის მწერალთა აშკარა თუ შენიღბული შემოქმედებითი თავისუფლების წარმოჩენას, თანამედროვე ლიტ. პროცესების ანალიზს. მან პირველმა დაიწყო რეპრესირებული მოდერნისტი პოეტის, პ. იაშვილის ლიტ. მემკვიდრეობის მეცნ. შესწავლა, რაც აისახა მის მონოგრაფიულ ნაშრომში „პ. იაშვილი. ცხოვრება და შემოქმედება“ (1977). ა. ლ.-ს ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართ. მოდერნისტული სკოლების წარმოშობა-განვითარების ისტორიის, ქართ. ავანგარდიზმის ხასიათისა და რაგვარობის კვლევაში. ნაშრომში „ლიტერატურული წერილები“ (1992) ახლებურადაა დანახული დ. კლდიაშვილის მხატვრული სამყარო, ასევე მოცემულია „ცისფერყანწელთა“ როლის შეფასება ქართ. ლიტ-რის განვითარებაში. იგი აქტიურად იკვლევს თანამედროვე ლიტ. პროცესებს, XXI ს. ქართ. ლიტ-რის განვითარების თავისებურებებს, რაც მის შემდეგდროინდელ გამოცემებში აისახა: „ჭაბუა ამირეჯიბიდან აკა მორჩილაძემდე“ (2005) და „მოუთვინიერებელი მწერლობიდან თანამედროვე ნარატივამდე: XX-XXI სს.“ (2020).  თანაავტორია კრებულებისა: „XX ს. ქართ. ლიტ-რა“ (ნაწ. I, II, III; 2016, 2020, 2021), „ქართ. მოდერნიზმის ტიპოლოგია“ (2016) და „ელენე დარიანის დღიურები – ტექსტი და ავტორი“ (2022). არის რამდენიმე სამეცნ. გამოკვლევის რედ., ჟურნ. „კრიტიკისა“ და ალმანახ „მწიგნობარის“ რედკოლეგიების წევრი. ა.ლ. დაჯილდოებულია საქ. სსრ უმაღლ. საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით პირველი „ქართული საბჭოთა 11-ტომიანი უნივერსალური ენციკლოპედიის“ გამოცემაში შეტანილი დიდი წვლილისათვის (1987), თსუ-ის მედლით (2016), პრემიებით „საგურამო“ (2013) და გრ. კიკნაძის სახ. (2022).

თხზ.: ავალიანი, ლ. (2005). დ. კლდიაშვილის ბედნიერი თვალი. თბ., თეთრი გიორგი, ISBN 9994002376; ავალიანი, ლ. (2005). გიჟი დროისქართული მწერლობა: XX ს დასაწყისი. თბ., თეთრი გიორგი, ISBN 9994004093; ავალიანი, ლ. (2017). პ. იაშვილი: მონოგრაფია, ესეები. თბ., პალიტრა L, ISBN 9789941249457.

ლიტ.: ბედუკაძე, ა. (თანაავტორი). (2017). პრემიასაგურამოსლაურეატები: 2003-2017 წწ. თბ.,  საგურამო. გვ. 160.