-
ავტორი
- კატეგორიები: ექიმი საპატიო დოქტორი
აულიცკი ვოლფგანგ (Aulitzky Wolfgang, 02.V.1950), უნ-თან აქტიური თანამშრომლობისათვის სამედ. რადიოლოგიისა და ენდოსკოპიის დარგში ზალცბურგის სამედ. ინ-ტის დირექტორს, პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (27.02.2009).
ა. ვ.-მ ინსბრუკის უნ-ტში მოიპოვა მედიცინის სამეცნ. ხარისხი (1977). იგი იმყოფებოდა უფსალას, შვედეთისა და ნიუ-იორკის როკფელერის უნ-ტებში. მეცნიერი ინსბრუკის სამედ. უნ-ტის უროლოგიის კათედრის პროფესორი, ვენის სამედ. უნ-ტის მოწვეული პროფესორი, ამერიკის, ავსტრიისა და გერმანიის უროლოგთა საზ-ბების წევრია. მას ავსტრიის უროლოგთა საზ-ბამ ცუკერლანდის პრემია მიანიჭა (1989). მეცნიერი ავსტრიის რესპუბლიკის ვერცხლის (1995), ოქროს (2007), შემდგომ კი – ზალცბურგის ჯვრით დაჯილდოვდა (2014).
ა.ვ.-მ, როგორც ამერიკულ-ავსტრიული სამედ. ფონდის დირექტორმა, ღია სამედ. ინ-ტი დააარსა. იგი სამეცნ. და საგანმან. კუთხით თანამშრომლობდა წამყვან კლინიკებსა და უნ-ტებთან: ვეილ კორნელისა და ნიუ-იორკის პრესვიტერის კლინიკა, ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფო, დიუკის უნ-ტი, კოლუმბიის უნ-ტი, კლივლენდის კლინიკა და ავსტრიის საავადმყოფოები.
ა.ვ. ვეილ კორნელის უნ-ტის, ნიუ-იორკის საავადმყოფოს კლინ. უროლოგიის პროფესორი და რეპროდუქციული კლინ. მედიცინის დამხმარე პროფესორი და “საერთაშორისო მედიცინისა და დისტანციური სწავლების“ პროგრამის ასოცირებული დეკანია. იგი ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს პერელმენის სამედ. სკოლის პედიატრიის პროფესორად დაინიშნა (2016).