-
ავტორი
- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეული
ასტროფიზიკის კათედრა - სასწ.-სამეცნ. სტრუქტურული ერთეული. ასტრონომიისა და ასტროფიზიკის განვითარებას საქართვ. 80-წელზე მეტი ტრადიცია აქვს. აბასთუმანში აკად. ე. ხარაძის მიერ დაარსდა პირველი მთის ობსერვატორია საბჭ. კავშირში (1932). თეორ. პლაზმური ასტროფიზიკის ჩანასახად მოისაზრება პიონერული კვლევები თსუ-ის თეორ. ფიზიკის კათედრასა და თსუ-ის ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინ-ტში რელატივისტურ პლაზმურ არაწრვიფ დინამიკაზე (ნ. ცინცაძე, ა. პატარაია, ე. წიქარიშვილი, ჯ. ჯავახიშვილი, დ. ცხაკაია), კვლევები რელატივისტურად ცხელ ასტროფიზიკურ პლაზმაზე (ნ. ცინცაძე, ჯ. ჯავახიშვილი, ვ. ბერეჟიანი, ნ. შათაშვილი) და ასტროფიზიკური/გეოფიზიკური სითხური დინამიკის პიონერული კვლევები აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში (გ. ჩაგელიშვილი); აღნიშნულმა კვლევებმა დიდი საერთაშ. აღიარება და განვითარება ჰპოვეს; აღიზარდა არაერთი მკვლევარი. ისტორიულად ასტრონომია იყო მათემატიკის ფაკ-ზე (კათედრის გამგე აკად. ე. ხარაძე), ხოლო თეორ. ასტროფიზიკა - თეორ. ფიზიკის კათედრაზე რ-ზეც წინა საუკუნის 80-იანი წლებიდან სწავლების დონეზე ცალკე მიმართულებად გამოიკვეთა (აკად. ჯ. ლომინაძე) და შემდეგ კათედრის სახით ჩამოყალიბდა (2009 წ-დან). მთავარ მიღწევებად უნდა აღინიშნოს ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად მზის ატმოსფეროში ჩაკეტილი სტრუქტურის ერთდროული ფორმირება-გაცხელების თეორიის შემოთავაზება, ასტროფიზიკური დინების აჩქარების მოდელის შექმნა, წანაცვლებით დინებებში გრიგალური ტალღური მოდების გარდაქმნისა და პროტოპლანეტარულ დისკებში გრიგალური სტრუქტურების მდგრადობის თეორიების აგება.