ასლანიდი გიორგი ვასილის ძე
ასლანიდი გიორგი ვასილის ძე

ასლანიდი გიორგი ვასილის ძე (17.II.1916, კიშინიოვი-15.XI.1990, თბილ.). დაამთავრა თსუ სპეციალობით „ფიზიკა“. ფიზ.-მათ. კანდ. (1950). მიენიჭა დოცენტის წოდება სას.-სამ. ინ-ტის ფიზიკის მყარი სხეულების კათედრაზე (1955). თსუ-ის დეკანის მოადგილე ფიზიკის ფაკ-ზე (1964-1989). იყო საქართვ. დამს. მწვრთნელი ფრენბურთში, სადაც აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა შეჯიბრებებში. გამოქვეყნებული აქვს 25 სამეც. ნაშრომი.