ასათიანი ვლადიმერ არჩილის ძე
ასათიანი ვლადიმერ არჩილის ძე

ასათიანი ვლადიმერ არჩილის ძე (16. XI. 1955, თბილისი), მხატვარი, ესთეტიკოსი, ფილოსოფიურ მეცნ. კანდ. (1991), დოცენტი. ა. ვლ. იყო რესპ. მოსწ. სასახლის ხატვისა და ფერწერის კაბინეტის პედაგოგი (1978-1990); თსუ-ის საზ. პროფ. ფაკ-ტის ლექტორი (1979); ამავე ფაკ-ტის უფრ. ლაბორანტი (1983); შემდგ მეცნიერ-თანამშრომელი (1986); თსუ-ის ხელოვნ. და ჰუმანიტარულ პროფ. ფაკ-ტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების განყ. გამგე (1986-1992); შემდგომ კათედრის გამგე (1992-2006); თსუ-ის სტუდ.-ახალგაზრდობის, მხატვრულ-ესთეტ. აღზრდის, სამეცნ.-კვლ. ლაბორ. გამგე (1988-2005); ხელოვნების ფაკ-ტი დეკანის მოვალეობის შემსრულებელი (2005-2006); ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის, ვიზუალური ხელოვნების სამეცნ.-სასწ. ინ-ტის მოწვეული ლექტორი (2006-2010); თსუ-ის ჰუმანიტ. მეცნ. ფაკ-ტი, ვიზუალური ხელოვნების სასწ.-სამეცნ. ინ-ტი ასისტ.-პროფესორი (2010-2024); ამავე ინ-ტის ასოცირებული პროფესორი (2024). ა. ვლ.-მა დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1977); იყო საქართვ. ეროვნ. მეცნ. აკადემიის ფილოსოფიის ინ-ტის ასპირანტურა (1990); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე; „სახვითი ხელოვნების მითოსური ფესვები“ (1991). ა.  ვლ. წლების მანძილზე მუშაობდა სტუდენტებისთვის სახვ. ხელოვნების შესწავლის პროცესში, მხატვრულ-პრაქტ. და თეორიულ-ესთეტ. ცოდნის, ინტეგრირებულად ათვისების დანერგვაზე, ტექ. უნართა პარალელურად, ანალიტიკური უნარების განვითარებაზე. მოამზადა სპეციალური, სალექციო, ილუსტრირებული ელექტრონული კურსები, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებისთვის. არის „აკადემია იტალიის ხელოვნება  მსოფლიოსთვის“  საპატიო წევრი (2016); მიღებული აქვს საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ჯილდო (იუნესკოს მიერ დაწესებული მეცნ. მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საპატიო სიგელი ესთეტიკისა და ხელოვნების დარგში სამეცნ. მიღწევებისთვის, 2024); მონაწილეობა აქვს მიღებული თსუ-ის პირველი (2024) და მეორე (2025) საერთაშორისო სიმპოზიუმში, „სახვითი და ხელოვნება-ტრადიცია, შესაძლებლობები და გამოწვევები“, რ-იც ჩატარდა ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტი ვიზუალური ხელოვნების სასწ.-სამეცნ. ინ-ტის მიერ; იყო პლენარული სესიის წამყვანი; ათეულობით პერსონალური და თემატური გამოფენის მონაწილე საქართველოში და საზღვარგარეთ; შეყვანილია რამდენიმე ათეულ საერთაშ. სახელოვნებო კატალოგში; მიღებული აქვს რამდენიმე საერთაშ.  ჯილდო მხატვრულ სფეროში მიღწევებისთვის; არის მრავალი მხატვრული, სამეცნ. ნაშრომისა და მათ შორის 2 მონოგრაფიის ავტორი.

თხზ.: ასათიანი, ვ. (2005). გემოვნება, როგორც მხატვრული ცოდნის სპეციფიკის საფუძველი და შემეცნების ფორმა. თბ., უნივერსალი, ISBN: 9994051148; Asatiani, V. (2017). Anato-physiology of Art: (The specific character of invariant of the structure of the artistic culture): Monograph. Saarbrucken; Asatiani, V. (2023).   Anato-Physiologie der Kunst, Die Besonderheit der invarianten Struktur der künstlerischen Kultur, ein Versuch,   eine   allgemeine   Theorie   der   Kunst   zu   schaffen.   Published   by Verlag   Unser Wissen,  ISBN: 6206912248; Asatiani, V. (2023).  Anatofisiologia dell'arte: (Specificità della struttura invariante della  cultura artistica, un tentativo di creare una teoria generale dell'arte). Published by Edizioni Sapienza Dez, ISBN 10: 6206912264ISBN; Asatiani, V. (2023). A nat o- fisio log ia  da  art e:  Especifici dade  da  est rut ura  invar iante   da   cultura  artística,   uma   tent ativa   de   criar   uma   teoria   geral   da   arte. Published  by Edições  Nosso Conhecimento, ISBN  10:  6206912272; Асатиани, В. (2026). Система структурного трансцендентализма в эстетике: монография.  Берлин ISBN: 9786630028867.