ასათიანი ვალერი (ვალერიან) როსტომის ძე
ასათიანი ვალერი (ვალერიან) როსტომის ძე

ასათიანი ვალერი (ვალერიან) როსტომის ძე (15.XI.1950, ქუთაისი), ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1992), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ნამდვილი წევრი-აკადემიკოსი (2021), პოლიტიკოსი. დაამთავრა თსუ, სპეციალობით კლასიკური ფილოლოგია (1972), დაიცვა სადოქტორო დისერტაცია“ "ანტიკური და ბიზანტიური ტრადიციები ძველ ქართულ მწერლობაში" (1990). წლების მანძილზე  თსუ-ში, კოლეჯსა და სხვა უნ-ტებში ლექციებს კითხულობდა ანტიკურ ლიტერატურაში, ბიზანტიურ ცივილიზაციასა და კულტუროლოგიაში. იყო თსუ-ის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორ. ხელმძღვ., თსუ-ის ჟურნ. “ლოგოსის“ რედ. ა. ვ.-ის სამეცნ. ინტერესთა სფერო მრავალ ასპექტს მოიცავს და ძირითადად უკავშირდება ისეთი საკითხების კვლევას, რ-იცაა მრავალსაუკუნოვანი ბერძნულ-ქართ. ლიტ. ურთიერთობები, ანტ. სიუჟეტები და მოტივები, მათი რეცეფციები ქართულ მწერლობაში, ქართ. მწერლობის როლი ბიზანტ. ცივილიზაციის ისტორიაში, საზოგადოდ, ქართულ-საზღვარგარეთული კულტ. ურთიერთობები (წარსული და თანამედროვეობა), გრიგოლ წერეთლის მეცნ. მემკვიდრეობის შესწავლა და გამოცემა. აკად.  ა. ვ. არის მონოგრაფიებისა და სტატიების ავტორი, მრავალი წიგნის რედ., თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინ-ტის მიერ აკად. რისმაგ გორდეზიანის ხელმძღვანელობით განხორციელებული  CAUCASUS ANTIQUUS-ის  მონაწილე, ერთ-ერთი ავტორი, ასევე პროექტების -BIZANTINO-GEORGICA და ITALICA-GEORGICA-ს ხელმძღვ., მრავალი საერთაშ. სამეცნ. ფორუმის, კონფერენციის მონაწილე. ა. ვ. სხვადასხვა დროს მუშაობდა კომკავშირულ და პარტიულ ორგანოებში. იყო საქართ. მწერალთა კავშირის მდივანი (1994), უმაღლესი საჭოს დეპუტატი და სახ. მეთაურის მრჩეველი კულტურის დარგში (1988-1990), ქართ. კულტურის გადარჩენის კომიტეტის მდივანი (1992-დან), საერთაშ. კულტ. პროგრამების საქართვ. ასოციაცია „ჰელიოსი“-ს პრეზიდენტი (1994-დან),  მინისტრთა სბჭოს კაბინეტის აპარატის ხელმძღვა. (1994), საქართვ. მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქუთაისის მაჟორიტარი, 1992-1995), ორგზის კულტურის მინისტრი (1985-1990;1995-2000), შოთა რუსთაველის სახ. პრემიის მიმნიჭებელი კომისიის თავ-რე და სხვ. არის ქუთაისისა და ლეჩხუმის საპატიო მოქალაქე, ჰომეროსის, დავით აღმაშენებლის, ალბერტ შვაიცერისა და ს. ყაუხჩიშვილის პრემიების ლაურეატი. ა. ვ. არის ავტორი და რედ.-შემდგ. მნიშვნელოვანი გამოცემებისა: „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“ (2013); „კოლინზი ფრენსის. ღვთიური ენა: მეცნიერის არგუმენტები“ (2020); „გიორგი (გოგლა) ლეონიძე: [კრებ.]“ (2021); „ირაკლი აბაშიძე - "არც დრო, არც სივრცე, არც ასაკი შენ არ გეხება..." (2022) და სხვ.

თხზ.: ასათიანი, ვ. (1987). ანტიკურობა ძველ ქართულ მწერლობაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ასათიანი, ვ. (1995). აკაკი ურუშაძე. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ასათიანი, ვ. (1996). ანტიკური და ბიზანტიური ტრადიციები ძველ ქართულ მწერლობაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ასათიანი, ვ. (თანაავტორი). (2003).  ჩვენებურებთან. ბათუმი; ასათიანი, ვ. (2006, 2016). ბიზანტიური ცივილიზაცია. თბ., ლოგოსი,ISBN: 9994031988; ასათიანი, ვ. (2018). კლასიკოსი გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთელი (1870-1939). თბ., ლოგოსი, ISBN 9789941468520; ასათიანი, ვ. (2019). ლეჩხუმი. თბ.; ასათიანი, ვ. (თანაავტორი). (2023). ესკიზები ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან. თბ., უნ-ტის გამ-ბა.