ასათიანი თინათინ ლევანის ასული
ასათიანი თინათინ ლევანის ასული

ასათიანი თინათინ ლევანის ასული (12.III.1918, თბილისი - 20.VII.2011, ერევანი). დაამთავრა თსუ (1940). მუშაობდა სომხეთის მეცნ. აკად-ის ერევნის ფიზიკის ინ-ტში (ატომური ენერგიის სახელმწ. კომიტეტის ერევნის ფიზიკის ინ-ტი, 1944 -დან). კოსმოსური გამოსხივების ფართო ატმოსფერული ღვარების გამოკვლევისას პირველმა გამოიყენა ატმოსფერული ღვართა ენერგიის გაზომვის ახალი მეთოდი. დაიწყო კოსმოსური მიუონების პოლარიზაციის ხარისხის ენერგიაზე დამოკიდებულების შესწავლა (1959); მონაწილეობდა დამუხტულ ნაწილაკთა კვლევის ახალი მეთოდიკის დამუშავებაში–განიერ ღრეჩოიანი ნაპერწკლოვანი კამერების შექმნაში (1963 -დან).  არის  150-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი.  ფიზ.–მათ. მეცნ. დოქტორი (1970). პროფესორი (1971). ჯილდოები, პრემიები და პრიზები: ღირსების ორდენი.საზღვარგარეთ ქართ. მეცნ. პოპულარიზაციაში, ფიზიკის მეცნ. განვითარებასა და ქართ.-სომხ. ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნ, პედ. და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის (1999); სოროსის ფონდის საპატიო პროფესორი (1994); თბილ. საპატიო მოქალაქე (1987); სომხ. სსრ-ის დამს. მეცნ.(1980); ლენინური პრემია, დამუხტულ ნაწილაკთა კვლევის ახალი მეთოდიკის დამუშავებაში–განიერღრეჩოიანი ნაპერწკლოვანი კამერების შექმნისათვის (1970).