-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი აკადემიკოსი
ასათიანი როზეტა შალვას ასული (24.VI. 1939, ქუთაისი-04. IV. 2019, თბილისი), ეკონომისტი, მეცნიერი, ეკონ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1994). დაამთავრა თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტი (1962). მუშაობდა თსუ-ში ასისტენტის, დოცენტისა და პროფესორის თანამდებობაზე (1972-2006); იყო საქ. ტექნ. უნ-ტის პროფესორი (2007-2012); პაატა გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ-ტის მეცნიერ-კონსულტანტი (2012-2019); საგამომც. ფირმა „სიახლის“ დამფუძნებელი (1993-იდან), საქართვ. ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი (1996-დან); თსუ-ის რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი (2014-დან); საქართვ. მეცნ. აკადემიის ეკონომიკის ექსპერტი (2017-დან). რ. ა. პირველი მკვლევარი ქალია, რ-მაც სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ეკონომიკაში, თემაზე: „მომსახურება და საბაზრო სისტემა“ (1993); ა. რ.-ს მიღებული აქვს ოქროს მედალი წარჩინებული სწავლისათვის, ეკონომისტთა საზ-ების სამეცნ. პრემია (1988), თსუ-ის საიუბილეო სამეცნ. პრემია (1994), ღირსების ორდენი (1999); საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნ. პრემია, საუკეთესო სამეცნ. ნაშრომისათვის ეკონომიკაში (2008); პაატა გუგუშვილის სახ. სამეცნ. პრემია, სამეცნ. ნაშრომისათვის „თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“ და ლაურიატის დიპლომი (2013); საქ. საპატრიარქოს საპატიო სიგელი; ივანე ჯავახიშვილის სახ. მედალი (2014); რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნ. აკადემიის ვ. ვერნადსკის სახ. ოქროს მედალი; იუნესკოს მიერ დაწესებული საპატიო სიგელი (2013-2017). ა. რ. იყო: ნიუ-იორკის საბუნებისმეტყველო მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი (1999); რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი (2007); საქართვ. ეკონ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი, აკადემიკოს-მდივანი (1996); საქართვ. ჟურნალისტთა ფედერაცის წევრი (1996); გამომც. "სიახლე" პრეზიდენტი (1996); ჟურნალების: "ახალი ეკონომისტი" (2010); "ეკონომისტი" (2009); "საქართველოს ეკონომიკა" (2013); "სოციალური ეკონომიკა" (2009) სარედაქციო კოლეგიის წევრი; ჩამოაყალიბა სტატ. სამსახური "ბარომეტრის" სახელწოდებით (1993). ა. რ. კვლევის სფეროა მაკროეკონომიკის თეორ. და პრაქტ. ხასიათის ამოცანათა ფართო წრე; საზ-ებრივი სექტორის ეკონ. და გლობალიზაციის აქტუალური პრობლემები; გამოცემული აქვს 200-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი: სახემძღვანელოები, გამარტებითი ლექსიკონები, თანამედროვე ეკონომიკის მცირე ენციკლოპედია, მონოგრაფია, სასკოლო სახელმძღვანელოები ეკონომიკის დარგში: „მოსახლეობა ციფრებში“ (1992); თეორიის სახელმძღვანელო უმაღლ. სასწავლებლებისათვის (1998); პირველი სისტემური გამოკვლევა საქართველოში „საქართველოს ეკონომიკა“ (2012).
თხზ. (გარდა ტექსტში მოხსენიებულისა): ასათიანი, რ. (1993). მომსახურება და საბაზრო სისტემა. თბ. უნ-ტის გამ-ბა; ასათიანი, რ. (1996). ფული და ფულადი სისტემები. თბ., სიახლე; ასათიანი, რ. (1996). ეკონომიკსი : განმარტებითი ლექსიკონი. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 5511006424; ასათიანი, რ. (2009); საქართველოს ეკონომიკა: ახალი ეპოქა. თბ., სიახლე. ISBN 9789994087518; ასათიანი, რ. (2010). გლობალიზაცია: ეკონომიკური თეორია და საქართველო. თბ, სიახლე, ISBN 9789994087594; ასათიანი, რ. (2012). ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., სიახლე, ISBN 9789941913402; ასათიანი, რ. (2017). საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა. თბ., სიახლე, ISBN 9789941377.