ასათიანი ნუგზარ
ასათიანი ნუგზარ

ასათიანი ნუგზარ (16. VII. 1937, სოფ. დღნორისა, წყალტუბოს რაიონი-02. IV. 1992, თბილისი), ქართვ. სპორტსმენი, მოფარიკავე ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი (1964) და  რომის ოლიმპიადის მონაწილე (1960 წლის). მსოფლიო ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1965),  ორგზის მეორე (1961,1969) და მესამე (1962) პრიზიორი, სტუდენტთა მსოფლიო თამაშების მეორე პრიზიორი (1961), სსრკ ჩემპიონი პირად (1961) და გუნდურ შეჯიბრებაში (1960, 62, 66, 68).  სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1964). საერთაშ. კატეგორიის მსაჯი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი გარდაცვალების შემდეგ. ა. ნ-მ  საქართვ. სახელმწ. ფიზკულტ. ინ-ტის (1960) დამთავრების შემდეგ  იგი ამთავრებს თსუ-ის  იურიდ. ფაკ-ტს (1968). ა. ნ იყო : სსრკ თასის მფლობელი - (1968), მსოფლიო ჩემპიონატის, ვერცხლის პრიზიორი (1966), სსრკ თასის მფლობელი - (1966), მსოფლიოს ჩემპიონი (გუნდურ შეჯიბრებაში, პარიზი) -(1965), სსრკ სპორტის დამს. ოსტატი - (1964), სსრკ ჩემპიონი XVIII ოლიმპიური თამაშების (ჩემპიონი გუნდურ ასპარეზობაში, ხმლით ფარიკაობა, ტოკიო) - (1964), მსოფლიო ჩემპიონატის, ვერცხლის პრიზიორი - (1963), მსოფლიო ჩემპიონატის, ბრინჯაოს პრიზიორი -  (1962), სსრკ თასის მფლობელი - (1962), სსრკ ჩემპიონი - (1962), სსრკ ჩემპიონი - (1961), მსოფლიო ჩემპიონატის, ვერცხლის პრიზიორი - (1961), სსრკ ჩემპიონი პირად შეჯიბრებებში - (1961), სტუდენტთა მსოფლიო თამაშების, მეორე პრიზიორი - (1961), სსრკ ჩემპიონი (გუნდურ შეჯიბრებაში) – (1960),  სსრკ თასის მფლობელი - (1960), ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ), საერთაშ. კატეგორიის მსაჯი.

ლიტ.: ასათიანი ნუგზარ.  საქართველო: ენციკლოპედია. ( 1997), ტ.1, გვ. 227;  ასათიანი ნუგზარ. საქართველო: ენციკლოპედია. (2012), ტ. 2, გვ. 227.