ასათიანი ნოდარ
ასათიანი ნოდარ

ასათიანი  ოდარ ( 08. I 1931, თბილისი-14.III.2013, თბილისი), ქართვ.  ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1986). ა. ნ-მ დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1954). უნ-ტის დამთავრების შემდეგ აქვე კითხულობდა ლექციებს (1959). იგი იყო  თსუ-ის საქართვ. ისტ. კათედრის დოცენტი, პრფესორი, კათედრის გამგის მოადგილე. ა. ნ. მოგვიანებით  აირჩიეს თსუ-ის ისტ. ფაკ-ტის დეკანად (1976–1987),  ამავე პერიოდში ის ხელმძღვანელობდა ქართ. ენციკლოპედიის საქართვ. ისტ. სამეცნ. რედაქციას (1988–1992) და იყო  მისი კონსულტანტი (1993). ა. ნ აირჩიეს თბილ. ი. ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა სახელმწ. პედ. ინს-ტის საქართვ. ისტ. და ქვეყანათმცოდნეობის კათედრის გამგედ (1991). ა. ნ.-ის უშუალო ხელმძღვანელობით ისტ. ფაკ-ტზე შეიმუშავეს ახ. სასწ. პროგრამა ქართველოლოგიური საგნების გაძლიერებული სწავლებისა. იგი აქტიურად მონაწილეობდა საქართვ. ისტ. საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს მომზადებაში. არის საქართვ. ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორი. იგი იკვლევდა ფეოდ. საქართვ. სოც., ეკონ. და პოლიტ. ისტორიის საკითხებსა და საქართვ. საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობებს. ა. ნ. ორჯერ არის დაჯილდოებული ივანე ჯავახიშვილის მედლით.

თხზ.: ასათიანი, ნ. (1983). გზა გამოხსნა - აღდგომისაკენ, თბ,, განათლება; ასათიანი, ნ. (1995). საქართველოს ისტორია : მე-9 კლასის სახელმძღვანელო, თბ., განათლება; ასათიანი, ნ.. (2001). საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე : სახელმძღვანელო საშ. სკოლის ისტორიის მასწ., თბ., განათლება; ასათიანი, ნ. (2004). საქართველოს ისტორია. თბ., ცისარტყელა.

ლიტ.: ასათიანი ნოდარ.  საქართველო: ენციკლოპედია. (1997). ტ. 1,  გვ. 226-227.