-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი ბიოლოგი ბიოქიმიკოსი
ასათიანი ნინო ვლადიმერის ასული (30.VIII.1951, ბათუმი) აკადემიური დოქტორი. დაამთავრა თსუ–ის ქიმიის ფაკ–ტი (სპეციალობით მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმია, 1974). ბიოლოგიურ მეცნ. კანდიდატის ხარისხი (1985), მცენარეთა ბიოქიმიის ინ–ტი (თბილ.). თსუ–ის ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტი ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყ–ება, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1994 დან). ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინ–ტში მეცნიერ თანამშრომელი (1986-1994), სანქტ-პეტერბურგის ციტოლოგიის ინ–ტში მკვლევარი(რუსეთი, 1983-1984), ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტში უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (1979-1986), მოსკოვის მოლეკულური ბიოლოგიის ინ–ტში სტაჟორი-მკვლევარი (რუსეთი, 1978-1979), ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტში სტაჟორ-მკვლევარი (1977-1978), ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტში უფროსი ტექნიკოსი (1973-1977). გარემოს დაცვითი ბიოტექნოლოგიის ცენტრი, ე.ო. ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორია, ციკლოტრონის გზა 1, (აშშ, ბერკლი, კალიფორნია, 94720, 2002). დოქტორი ა.ნ. შეტანილია საერთაშ. ენციკლოპედიაში „ვინ ვინ არის მედიცინასა და ჯანდაცვაში“, Who's Who in Medicine and Healthcare, 2006-2007, Publishers 890 Mountain Ave, Suite 4, New Providence, NJ 07974, 1-800-473-7020 მოლეკულური უჯრედული ბიოლოგიის სამაგისტრო ლექციების კურსი (თსუ–ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ–ტი, 2007-2008). ლექციების კურსი „ბიოჩიპების ტექნოლოგიის თანამედროვე მიღწევები“ პორტსმუთის უნ–ტის ფარმაციისა და ბიოსამედიცინო მეცნ. სკოლის დოქტორანტებისთვის (დიდი ბრიტანეთი, 9-13 ივნისი, საზაფხულო სკოლა, 2014). ლექციების კურსი (ქიმიური იარაღი) მასობრივი განადგურების გაუვრცელებლობის საერთაშ. კონტროლის პროგრამის ინსტრუქტორი (აშშ, DOE, 2006-2008). იგი მონაწილეობდა საერთაშ. და ადგილობრივ გრანტებში, პროექტებში: SRNSF გრანტი №FR-22-21528 „ალკოჰოლისა და ოპიოიდების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული ინსულტის ბიომარკერების შემუშავება“ (პროექტის მენეჯერი, 2023-2025); SRNSF გრანტი №FR-22-3307 „პლაზმით გააქტიურებული წყლის მიკროორგანიზმების დეკონტამინაციის ეფექტურობის დახასიათება“ (ძირითადი მკვლევარი, 2023-2026); SRNSF-მსოფლიო ბანკი CARYS-19-35 „გენმოდიფიცირებულ მცენარეებში ალერგენების ანალიზი PCR-თან შეწყვილებული დნმ-ჩიპის გამოყენებით“ (ბიოჩიპების კვლევის ექსპერტი, 2020-2021); SRNSF-მსოფლიო ბანკი CARYS- 19-179 „ტექნოლოგიების შემუშავება საქართველოში დარიშხანით დაბინძურებული ხმელეთის ეკოსისტემების დიაგნოსტიკისა და აღდგენისთვის“ (ბიოჩიპების კვლევის წამყვანი ექსპერტი, 2020-2021); STCU-SRNSF გრანტი №6306 „დნმ-დიაგნოსტიკური ტექნოლოგია გენმოდიფიცირებული კულტურების იდენტიფიკაციისთვის“ (კონსულტანტი, 2017-2019); STCU-SRNSF გრანტი №6304 „ნიადაგის ქიმიური დაბინძურების წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების სტრატეგიის შემუშავება ბიოჩიპებისა და ბიოსორბენტების გამოყენებით“ (თანამონაწილე ინ–ტის მენეჯერი, 2017-2019); კონტრაქტი №6600028240 კვლევისა და განვითარებისთვის საუდის არაბეთის კომპანია ARAMCO-სგან „ბიოჩიპები, როგორც ნავთობის საბადოების მიკროორგანიზმების სწრაფი აღმოჩენისა და აღრიცხვის ინსტრუმენტები“ (მოლეკულური ბიოლოგიის წამყვანი ექსპერტი, 2012-2015); ISTC გრანტი G-1761p „ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების დიაგნოსტიკისთვის ბიოჩიპების წარმოება“(დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტი (DECC), სამეცნ. ხელმძღვ. 2009-2012); GNSF გრანტი №GNSF/ST09–945–6-341 „ანტიოქსიდანტური თავდაცვის სისტემები და სისხლის მატრიცის მეტალოპროტეინაზები, როგორც ბიომარკერები მწვავე იშემიური ინსულტის დროს“ (ბიოქიმიის წამყვანი ექსპერტი, 2010-2011); STCU-GNSF გრანტი №5012 „ანტიოქსიდანტური სისტემის სტატუსისა და სისხლის მეტალოპროტეინაზების ჯვარედინი გავლენის შესწავლა მწვავე იშემიური ინსულტის დროს“ ე.ო. ლოურენსი ბერკლის ეროვნ. ლაბორატორია (აშშ, LBNL, ჯგუფის ხელმძღვ., 2009-2011); STCU გრანტი №4330 „მძიმე ლითონების დეტოქსიკაცია ბაზალტის ბინადარი ბაქტერიებით“ (ექსპერიმენტული მკვლევარი (აშშ, LBNL, ბერკლი, 2007-2009); CRDF-GE-B2-2597-TB-03 „მძიმე ლითონების იონების მიკრობული შემცირებისა და დეტოქსიკაციის მექანიზმები“, (აშშ, LBNL, ბერკლი, ექსპერ. მკვლევარი, 2004-2006); ISTC გრანტი G-349 „უჯრედშიდა რეაქციების მექანიზმების ინ ვიტრო შესწავლა Cr(VI) ნაერთების დაბალი დოზით და დაბალი დოზით ზემოქმედების მიმართ“ (აშშ, LBNL, ჯგუფის ხელმძღვ., ბიოქიმია, 2001-2003); ISTC გრანტი G-348 „მძიმე ლითონების ტრანსფორმაცია მიკრობულ-მინერალურ ზედაპირებზე“ (აშშ, LBNL, ბიოქიმიის წამყვანი ექსპერტი, 2000-2002); ISF ჯ. სოროსის ფონდი– კვლევითი გრანტი (1993); პირადი გრანტები მოკლევადიანი ვიზიტებისთვის: ISTC G-348 მოგზაურობის გრანტი (აშშ, LBNL, ბერკლი, 2002); სახელმწ. ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტი (2021-2027); სახელმწ. ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტი (2015-2021). კვლევების შედეგები წარდგენილია პრეზენტაციების სახით 27 საერთაშ. კონფერენციაზე. გამოქვეყნებული აქვს სულ 75 სტატია მაღალრეიტინგულ სამეცნ. ჟურნალში.