-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული ჟურნალისტი
ასათიანი მაია დავითის ასული (4.V.1977, თბილისი), ჟურნალისტი, დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (2000). სხვასხვა დროს მუშაობდა: საქართვ. ტელე-რადიომაუწყებლობაში (1993); საბავშვო-საყმაწვილო პროგრამების შემოქმედებით გაერთიანებაში (პროგრამები - ,,საყმაწვილო ქრონიკები" და ,,თვალსაწიერი"); სტუდია "მაესტროში", სადაც ამზადებდა საავტორო გადაცემას ,,გადაცემა" (1995); მოღვაწეობდა შემოქმედებით გაერთიანება ,,ალიონში" კორესპონდენტად და პროგრამის წამყვანად (1997-დან); მიჰყავდა გადაცემა ,,პროფილი". იყო მსოფლიოში ცნობილი შოუ Got Talent-ის ქართულ ანალოგ ,,ნიჭიერის" პირველი სეზონის ჟიურის წევრი; საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა ,,დროების" კორესპონდენტი. მიღებული ნაქვს წლის საუკეთესო ჟურნალისტის წოდება (2008). არის ”ოქროს ფრთის” მფლობელი.
თხზ.: ასათიანი, მ. (2020). სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში. თბ., ბაკურ სულაკაური, ISBN: 9789941306891.