ასათიანი ლევან
ასათიანი ლევან

ასათიანი ლევან (03. III. 1888, თბილისი - 09. V. 197, თბილისი). ქართვ. იურისტი და ეკონომისტი, საქართვ. მეცნ.  დამს. მოღვაწე (1967). დაამთავრა მოსკოვის იურიდ. ფაკ-ტის ეკონ. განყ-ბა (1911). იურისტად მუშაობდა მოსკოვსა და თბილისში (1922). ა. ლ. იყო საქართველოს სენატის წევრი (1919-1921). მუშაობდა სამოქალაქო სამართლის საკასაციო დეპარტამენტის სენატორად. საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ უნ-ტში დაიკავა დოცენტის თანამდებობა (1943).  იყო საქართვ. სტატისტ. აღრიცხვის განყ-ბის ხელმძღვ. (1921).   ბათუმში  სამეცნ.  კონფერენციაზე  გააკეთა  მოხსენება, სადაც  დაასაბუთა  თბილ.  ზღვის  შექმნის  აუცილებლობა (1933).  ზოგიერთმა  იგი  მტრად  შერაცხა,  თითქოს  მას  ხალხის მოწამვლა  უნდოდა და   ა. ლ. შვიდი თვით  დააპატიმრეს. საკანდიდატო დისერტაციის  დაცვის  შემდეგ  უნ-ტში  დაიკავა  დოცენტის  თანამდებობა (1943).  სტატისტიკის კათედრაზე გაიხსნა ახ. სპეციალობა - „აღრიცხვისა და გამოთვლით სამუშაოთა მექანიზაცია“, რ-ის ინიციატორი და ხელმძღვ. იყო ა. ლ. (1961). კათედრასთან შეიქმნა უახლესი გამოთვლითი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც საინტერესო მეცნ. კვლევები ტარდებოდა. პროფ. ა. ლ. კათედრას გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა (1965-1971). მისი სამეცნ. შრომები ეძღვნება ეკონომიკის ინფორმაციის მანქან. დამუშავების საკითხებს. ა. ლ.-მა შექმნა გამოთვლითი ცხრილები, შეადგინა სახელმძღვანელოები. ავტორია 4 გამოგონებისა, აქედან-„მოწყობილობას საანგარიშო გამოთვლებისათვის“ მიენიჭა სპეც. პრემია.