ასათიანი ჯილდა
ასათიანი ჯილდა

ასათიანი ჯილდა გიორგის ას (2.III.1945, ქ. ქუთაისი– 30.I.2023, ქ. თბილისი) — ჟურნალისტი, მეცნ. მუშაკი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი ჟურნალისტიკის განხრით (1968). ასპირანტურა (1969).  დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „დავით ერისთავი — პუბლიცისტი, ჟურნალისტი და დრამატურგი“ (1978). თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტზე დოცენტი (1972–2022). თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1996–2002). იყო საქართვ. ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი. ა.ჯ.–ს ეკუთვნის 18 სამეცნ. ნაშრომი, რ-ებიც შეეხება ქართ. ჟურნალისტიკის ისტორიას, პუბლიცისტიკის თეორიულ საკითხებსა და დ. ერისთავის შემოქმედების კვლევას.