ასათიანი გურამ ლევანის ძე
ასათიანი გურამ ლევანის ძე

ასათიანი გურამ ლევანის ძე (12. VIII. 1928, თბილისი - 28.06.1982, თბილისი. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში). ა. გ. იყო: ქართვ. ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფილოლოგი, მეცნ. დოქტორი. სწავლობდა ჯერ თბილ., შემდეგ კი მოსკოვის უნ-ტში, სადაც მან დაამთავრა ფილოლ. ფაკ.-ტი. ქართულ და რუსულ პრესაში იბეჭდებოდა ასათიანის კრიტ. წერილები, რ-იც ეხებოდა  ლიტერატურის აქტუალურ პრობლემებს (1955-დან). ა. გ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ იყო: „ლიტერატურნაია გაზეტას“ საკუთარი კორესპონდენტი საქართველოში (1956-დან); კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სასცენო განყ-ბის გამგე; შ. რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ. ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი და შემდგომ ახალი, XIX ს. ქართ. ლიტერატურის განყ-ბის გამგე (1965-1980);  „ლიტერატურნაია გრუზიას“ მთ. რედაქტორი (1977 - 1982). ა. გ. სხვადასხვა დროს იყო: საქართვ. მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი; ჟურნ. „ლიტერატურნოე ობოზრენიეს“, „ცისკრის“, ალმანახ „კრიტიკისა“ და გაზ. „ლიტერატურული საქართველოს“ რედკოლეგიის წევრი; საქართ. მწერალთა კავშირთან არსებული აფხ. ლიტ. საბჭოს თავ-რე და სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული კრიტიკის საბჭოს  წევრი. ა.გ.-ს - მონოგრაფიისათვის „ვეფხისტყაოსნიდან“ „ბახტრიონამდე“ მიენიჭა ფილოლ. მეცნ. დოქტორის სამეცნ. ხარისხი(1977 ). იგი არის ავტორი არაერთი გამოკვლევისა. მას ეკუთვნის ნ. ბარათაშვილის , გ. ტაბიძის, ტ. ტაბიძის, პ. იაშვილის, გ. ლეონიძის, ს. ჩიქოვანის, ი. აბაშიძის და გ. რჩეულიშვილის  ლიტერატ. პორტრეტები.

ლიტ.:  ბაბუნაშვილი, ზ.,  ნოზაძე, თ.  (1994, გვ. 61). გურამ ასათინი.  მამულიშვილთა სავანე: (დიდუბის პანთეონი); გვერდწითელი, გ. (1975, ტ. 1, გვ. 620-621). გურამ ასათინი.  ქართული საბჭოთა ენციკლოპედია; იმედაშვილი კ. (1987). გურამ ასათინი.  მიჯნა; გვერდწითელი, გ. (1997, ტ. 1, გვ. 224). გურამ ასათინი.  საქართველო:  ენციკლოპედი.