-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული პოლიტიკოსი საქართველოს პარლამენტის წევრი
ასათიანი აკაკი თორნიკეს ძე (22.X.1953, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე, პოლიტიკოსი. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1977). ეწეოდა სასწ.-მთარგმნელობით და ლიტ. საქმიანობას (1978-1984). სხვადასხვა პერიოდში იყო სამხატვრო-პედ. სასწავლებლის ქართ. ენისა და ლიტ-რის მასწავლებელი (1978-1979); საქინფორმის მთარგმნელი (1980-1982, 1984-1989), საქართვ. კულტ. სამინისტროს სარეპერტუარო კოლეგიის რედ. (1983-1984), საზ.-პოლიტ. ორგანიზაცია "სახალხო ფორუმი კეთილდღეობისა და დემოკრატიისათვის" დამფუძნებელი და თავ-რე (1990-დან); საქართვ. რესპ. პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991); საქართვ. რესპუბ. უზენაესი საბჭოს თავ-რის პირველი მოადგილე (1990-1991); თავ-რე (1991-1992). საქართვ. მე-3 მოწვევის პარლამ. წევრი პროპორციული სიით (1992-1995); პარლამ. წევრი პარტ. სიით (ბლოკი ,,საქართველოს აღორძინება", 1999-2004). საქართვ. ტრადიციონალისტთა კავშირის თავ-რე, ფრაქცია ,,ტრადიციონალისტის" თავ-რე (1999-2004). ხელი აქვს მოწერილი საქართვ. დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (9.IV.1991).