ასანიშვილი ლალი
ასანიშვილი ლალი

ასანიშვილი ლალი ლევანის ასული (13.XI.1948. თბილ.), მაგისტრი. დაამთავრა თსუ–ის ბიოლოგიის ფაკ–ტი (1975). თსუ–ის მეცნიერ-თანამშრომელი (2008–დან), ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტი, ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყ–ება. თანამდებობები: ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტი უფრ. ინჟინერი, ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყ–ება (1990-2007). ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტი, ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყ–ება, მეცნიერ-თანამშრომელი (1980-1989). ფიზიკის ინ–ტი, ბიოფიზიკის განყ–ება, ინჟინერი (1974-1979). ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტი, საკონტროლო საზომი ხელსაწყოების განყ–ება უფრ. ტექნიკოსი (1967-1974). საერთაშ. და ადგილობრივ გრანტებში და პროექტებში მონაწილეობა: SRNSF გრანტი №STEM-22-320 “მატრიქსული მეტალოპროტეინაზების აქტივობის შეფასება ბიოჩიპის ტექნოლოგიით” (ლაბორატორიის ასისტენტი, 2023-2024); STCU-SRNSF გრანტი №6306 „გმო კულტურების იდენტიფიკაციისთვის დნმ-ის დიაგნოსტიკური ტექნოლოგია“ (ასისტენტ-ლაბორანტი, 2017-2019); კონტრაქტი №6600028240 კვლევისა და განვითარებისთვის საუდის არაბეთის ნავთობკომპანიისგან „ბიოჩიპები, როგორც ნავთობის საბადოების მიკროორგანიზმების სწრაფი გამოვლენისა და აღრიცხვის ინსტრუმენტები“ (ექსპერტი ბიოქიმიაში, 2012-2015); ISTC გრანტი G-1761p „ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების დიაგნოსტიკისთვის ბიოჩიპების წარმოება“ (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტი (DECC), ბიოჩიპ-ტექნოლოგიის ექსპერტი, 2010-2012); GNSF გრანტი №GNSF/ST09–945–6-341 „ანტიოქსიდანტური თავდაცვის სისტემები და სისხლის მატრიცის მეტალოპროტეინაზები, როგორც ბიომარკერები მწვავე იშემიური ინსულტის დროს“ (ასისტენტ-ლაბორანტი, 2010-2011); STCU-GNSF გრანტი №5012 „ანტიოქსიდანტური სისტემის სტატუსისა და სისხლის მეტალოპროტეინაზების ჯვარედინი გავლენა მწვავე იშემიური ინსულტის დროს“ (აშშ, E.O. ლ. ბერკლის ეროვნ. ლაბორატორია (LBNL), ასისტენტ-ლაბორანტი, 2009-2011); ISTC გრანტი G-349 „უჯრედშიდა რეაქციების მექანიზმების ინ ვიტრო შესწავლა Cr(VI) ნაერთების დაბალი დოზით და დაბალი დოზით ზემოქმედების მიმართ“ (აშშ, LBNL, შემსრულებელი ბიოქიმიაში, 2001-2003); სახელმწ. ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტი (2021-2027); სახელმწ. ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტი (2015-2021). წარდგენილია პრეზენტაციები 5 საერთაშ. კონფერებციაზე.