-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი
ასანიძე ლაშა ზურაბის ძე (18.II.1987, სოფ. მერევი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი), გეოგრაფიის დოქტორი. დაამთავრა ჭიათურის 1-ლი გიმნაზია (2004), თსუ-ის ბაკალავრიატი, გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის და კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის სპეციალობით (2008), ხოლო 2011 დაამთავრა ამავე უნ-ტის მაგისტრატურა გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის სპეციალობით (2011). 2017 თსუ-ში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „რაჭის კირქვული მასივის სპელეო-გეომორფოლოგიური კვლევა“ (2017). თსუ-ის გეოგრაფიის ინ-ტში იკავებდა მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობას (2011-2020). ამჟამად თსუ-ის გეოგრაფიის ინ-ტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყ-ბის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2020-დან დღემდე). მისი კვლევის თემატიკა დაკავშირებულია კარსტული ლანდშაფტის შესწავლასთან. ძირით. სამეცნ. მიმართულებაა კარსტულ-სპელეოლოგიური, გეომორფოლოგიური, პალეოკლიმატოლოგია. ა. ლ.-ს მიღებული აქვს თსუ-ის ოქროს მედალი (2015), აგრეთვე, შ. რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის, საქართვ. შემსწავლელი მეცნიერების მიმართულებით (2023). ა. ლ. სამეცნ.-კვლ. ვიზიტით იმყოფებოდა მსოფლიოს სხვადასხვა უნ-ტში (2013-დან), მათ შორის ბარის უნ-ტი, იტალია (2013), ნიუ მექსიკოს უნ-ტი, აშშ (2014), დას. კენტუკის უნ-ტი, აშშ (2015), სამხრ. ფლორიდის უნ-ტი, აშშ (2016), ბოლონიის უნ-ტი და იტალ. სპელეოლოგიის ინ-ტი, იტალია (2017), მასაჩუსეტსის უნ-ტი, აშშ (2019, 2020), ბაზელის უნ-ტი, შვეიცარია (2022), დას. კენტუკის უნ-ტი, აშშ (2023), პიზას უნ-ტი, იტალ. (2023). ა. ლ. მრავალი წელია არის სხვადასხვა პროფ. თუ სამეცნ. ორგანიზაციის ოფიც. წარმომადგ., მათ შორის ევროპის გეომეცნიერებათა კავშირის წევრი, ევროპის სპელეოლ. ფედერაციის ოფიც. დელეგატი საქართველოდან; SISAL-ის (სპელეოთემების იზოტოპური სინთეზი და ანალიზი) სამუშაო ჯგუფის რეგიონ. კოორდინატორი საქარტველოდან. სხვადასხვა წლებში იგი ხელმძღვანელობდა შ. რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის პროექტებს, რ-იცაა საქართვ. პრეზიდენტის გრანტი ახალგაზრდა მეცნიერთათვის (2013); უცხოეთის სამეცნ.-კვლ. სტაჟირების გრანტები (2014, 2016); დოქტორანტურის საგანმან. პროგრამის გრანტი (2015); ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების ხელშეწყობის სახელმწ. სამეცნ. გრანტები (2018, 2022); ფუნდამენტური კვლ. სახელმწ. სამეცნ. გრანტი (2019). ა. ლ.-ს სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს ორი მნიშვნელოვანი საერთაშ. სამეცნ. პროექტის Fulbright Scholar Fellowship (2019) და EU Fellowship for Georgian Researchers სტიპენდია (2023). აგრეთვე, სამჯერ იყო განათლების საერთაშ. ცენტრის სტიპენდიანტი (2017, 2019, 2023), მონაწილეობა აქვს მიღებული 50-მდე ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციასა და კონგრესზე. იგი არის 45 სამეცნ. სტატიის და 5 მონოგრაფიის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის სტატიები გამოქვეყნებული აქვს საერთაშ. მაღალრეიტინგულ სამეცნ. ჟურნალებში.
თხზ: Asanidze L. (თანაავტორი). (2020). Hydrodynamic zones of fissure-karst waters of Zemo Imereti Plateau in the Republic of Georgia. Journal of Environmental Biology. Vol. 41. p. 337-343; Asanidze L. (თანაავტორი). (2021). The results of a complex study of the Turchu limestone hollow (polje). Western Georgia, Caucasus. European Journal of Geography. p. 6-20; Asanidze L. (თანაავტორი). (2022). Karst of Georgia (Physical Geography of Georgia). Chapter in Book. Springer Cham; Asanidze L. (თანაავტორი). (2023). Speleo-geomorphological and geophysical investigations in the southern part of the Askhi limestone massif. Georgia, Caucasus. Surveying Geology & Mining Ecology Management (SGEM); Asanidze L. (თანაავტორი). (2024). Development History of the Migaria Massif Karst Terrain. Georgian Geographical Journal. p. 22-29; Asanidze L. (თანაავტორი). (2026). Classification of the karst massifs in the republic of Georgia, Caucasus. Acta Carsologica. Accepted. p. 1-13.