-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული სპორტსმენი საქართველოს პარლამენტის წევრი
ასანიძე გიორგი ჯემალის ძე (30.VIII.1975, საჩხერე), სპორტსმენი. დაამთავრა საქართვ. სახელმწ. ფიზ. აღზრდისა და სპორტის აკად. (1996) და თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი. მუშაობდა საქართვ. თავდაცვის სამინისტროს სისტემაში (1993-2004); იყო საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამ. წევრი (კრწანისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“ (2004-2008); რუს. ფედერ. ხელისუფლების მიერ საქართვ. მოქალაქეთა მიმართ განხორციელებელი ქმედებების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი (2006-2007); საქართვ. მე-7 მოწვევის პარლამ. წევრი (გლდანის მაჟორიტარი) საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამარჯვებული საქართველოსთვის“ (2008-2012). ატაცში დამყარებული აქვს ორი მსოფლიო რეკორდი: 168 კგ (77 კგ კატეგორიაში, 1998) და 181 კგ (85 კგ კატეგორიაში, 2000); ევრ. და მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენი და ჩემპიონი, ოლიმპიური ჩემპიონი. არის ათენის საპატიო მოქალაქე (2004); საქართვ. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის (1998, 2000, 2001) და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ დასახელებულია საუკეთესო სპორტსმენად (2000); სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის (2016, 2017, 2018); სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს (2016) და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (2018) მიერ დასახელებულია საქართვ. საუკეთესო მწვრთნელად. ქართვ. ძალოსანი, საქართვ. ძალოსანთა ნაკრების მთ. მწვრთნელი (2013-დან). მონაწილეობა მიიღო ზაფხულის ოლიმპიადებში და მოიპოვა ბრინჯაოს (2000) და ოქროს მედლები (2004). იყო მსოფლიოს ჩემპიონი (ანტალია, 2001). არის ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენებისა და ღირსების ორდენის კავალერი.