-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული სპორტსმენი
არველაძე შოთა იუსტინეს (კიჭას) ძე (22.II.1973, თბილისი), სპორტსმენი. დაამთავრა თსუ-ის საინჟ. ეკონ. ფაკ-ტი (1977). მისი საფეხბურთო დებიუტი შედგა თბილ. "მართვეში" (1990); თამაშობდა „იბერიისა“ (1991-1992) და თბილ. "დინამოს" (1992-1993, 1994-1995) გუნდებში. იყო თურქ. "ტრაპზონსპორის" ფეხბურთელი (1993-1997); ჰოლანდიის გუნდ. "აიაქსის" ბომბარდირი (1997-2001); შოტლანდიის გუნდ "გლაზგო რეინჯერსის" (2001-2005); ჰოლანდიის გუნდ ,,ალკმარისა" (2005-2007) და "ლევანტეს" (2007-2008) ფეხბურთელი. თურქ. თასისა და სუპერთასის მფლობელი; თურქ. საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი; საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ დაიწყო სამწვრთნელო კარიერა (2008-დან). იყო თურქ. საფეხბურთო გუნდ "ალკმარის" მთ. მწვრთნელის თანაშემწე (2008-2010); თურქ. კლუბის ,,ქაისერისფორის" მთ. მწვრთნელი (2010-2012); რეგულარულად თამაშობდა ეროვნ. ნაკრებში (2012-დან); იგი სწრაფი გოლისა და ჰეთ-თრიკის ავტორის სახელითაა ცნობილი ქართ. ფეხბურთის ისტორიაში. სამჯერ გახდა საქართვ. წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1994, 1998, 2007). საქართვ. ნაკრების ბომბარდირი; საქართვ. სამგზის ჩემპიონი; საქართვ. თასის ორგზის მფლობელი (1992-1993) და ვერცხლის პრიზიორი (1995-1996). მონაწილეობდა ფილმებში: ,,ცხელი ზაფხულის სამი დღე"; ,,ძროხა"; ,,კუკარაჩა"; ,,მარტოხელა მონადირე"; ,,ბოშები”.