არველაძე რევაზ (რეზი) იუსტინეს (კიჭას) ძე
არველაძე რევაზ (რეზი) იუსტინეს (კიჭას) ძე

არველაძე რევაზ (რეზი) იუსტინეს (კიჭას) ძე (15.IX.1969, თბილისი), ფეხბურთელი. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი. სახვადასხვ დროს თამაშობდა: თბილ. დინამოს (1989-1990, 1990-1994, 1994-1995); კიოლნის (გერმანია, 1994); ბერლინის “ტენის ბორუსიას” (გერმანია, 1995); ჰამბურგის (1995-1996, 1997-2008); მეხელენის (1996-1997, 1998-1999); “როტ-ვაის ობერჰაუზრნის” (გერმანია, 1999-2000) და თბილ. “დინამოს” (2000-20006) გუნდში. იყო თბილ. “დინამოს” მთ. მწვრთნელი (2000-2001); პრეზიდენტი (2001); ეროვნ. ნაკრების (2002-2003) და თბილ. ,,ლოკომოტივის” მთ. მწვრთნელი (2003); საქართვ. ფეხბურთის ფედერ. ვიცე პრეზიდენტი (2004-2008); საქართვ. ფეხბურის ფედერ. გენ. მდივანი (2009). “დინამოს“ შემადგენლობაში გახდა საქართვ. ოთხგზის ჩემპიონი (1991–1994) და სამგზის თასის მფლობელი (1992–1994). საქართვ. ჩემპიონატებში საერთო ჯამში 76 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა. გადაღებულია ქართ. ფილმ “იავნანაში”.