-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული საქართველოს პარლამენტის წევრი პოლიტიკოსი
არველაძე გიორგი თამაზის ძე (10.VII.1978, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის საერთაშ. სამართლისა და საერთაშ. ურთიერთობების ფაკ-ტი (1999) და მაგისტრატურა (2000); მუშაობდა საქართვ. პარლმენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის უფრ. სპეციალისტად (2000-2001). იყო პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენ. მდივანი (2001-2003); თბილ. საკრებულოს წევრი (2002-2003); საქართვ. საინფორმაციო სამსახურის უფრ. - საქართვ. პრეზიდენტის პრეს-მდივანი (2003-2004); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით (2004-2005); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი (2004-2005); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი (2004-2005) საქართვ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფრ. (2005-2006); ეკონ. განვითარების მინისტრი (2006-2008); "ჯორჯიან მედია ჰოლდინგის" გენ. დირექტორი (2009).