-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული სპორტსმენი
არველაძე არჩილ იუსტინეს (კიჭას) ძე (22.II.1973, თბილისი), ეკონომისტი, სპორტსმენი. დაამთავრა თსუ-ის საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტი (1997). პროფ. კარიერა დაიწყო თბილ. ,,დინამოში"; სხვადასხვა დროს თამაშობდა საქართვ. ეროვნ. ნაკრებში; ასევე თურქ., ნიდერლანდებისა და გერმ. კლუბებში (1994-2002); იყო თურქ. თასის და სუპერთასის მფლობელი (1995); თურქ. ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი; აქვს ჰოლანდიის ,,ბრედაში" საუკეთესო დებიუტანტის წოდება (1998); ჰოლანდიის ,,ბრედას" საუკეთესო ფეხბურთელის წოდება (1997-1998, 1999-2000); ,,ტრაპზონსფორის" ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერის წოდება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ საფეხბურთო კარიერა დაარულა თბილ. ,,ლოკომოტივში" (2003). იყო: საქართვ. ორგზის ჩემპიონი; საქართვ. თასის ორგზის მფლობელი; 35-ე საფეხბურთო სკოლის დირექტორი; ფეხბურთის ფედერაციის სპორტ. დირექტორი (2013-2015). მონაწილეობდა ქართ. ფილმებში: “ცხელი ზაფხულის სამი დღე”; “კუკარაჩა”; “ძროხა”; “მარტოხელა მონადირე”; “ბოშები”.