არუთინოვა ლუიზა რაფიელის ასული
არუთინოვა ლუიზა რაფიელის ასული

არუთინოვა ლუიზა რაფიელის ასული (11.IX.1950, გალი), ფსიქოლოგი. ფსიქოლ. მეცნ. კანდ. (1989); დაიცვა დისერტაცია თემაზე “შეფასებითი მსჯელობა და განწყობა” (Оценочное суждение и установка) (1989). დაამთავრა საქართვ. მეცნ. აკად. ასპირანტურა (1974-1977). იყო საქართვ. მეცნ. აკად. დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინ-ტის მეცნიერ თანამშრომელი (1972-1997); საქართვ. მეც. აკად.  დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტის ფსიქოლ. კვლევის მეთოდების ლაბორ. ხელმძღვ. (1997 - 2006); თბილ. ფსიქოლ. სასწ. ინ-ტის პედაგოგი. კითხულობდა ზოგადი ფსიქოლ. და ფსიქოდიაგნოსტიკის კურსებს (1998-2006); იყო თსუ-ის ფსიქოლ. ფაკ-ტის სამაგისტრო კურსის “პიროვნების ფსიქოდიაგნოსტიკა” პედაგოგი (მოწვეული სპეციალისტი, 2004-2005); შეფასებისა და გამოცდების ეროვნ. ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის მთ. სპეციალისტი (2004-2018); საქართვ. მეც. აკად. დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტის უფრ. მეც. თანამშრომელი (2007-2010); თსუ-ის სოც. და პოლიტ. მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2005-2014). სამაგისტრო პროგრამის “ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება” ხელმძღვ. (2011-დან). თსუ-ის ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2015-დან). მისი სამეცნ. კვლევის სფეროები მოიცავს პიროვნების ფსიქოდიაგნოსტიკას, ფსიქოდიაგნოსტიკური მეთოდების ადაპტაციას, ღირებულებებსა და მორალურ განვითარებას. იგი თანაავტორებთან ერთად არის არაერთი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, რ-იც გამოქვეყნებულია პერ. გამოცემებსა და სამეცნ. კრებულებში: „მცდარი ერთსულოვნების“ გამოვლენის თავისებურებები „მე - სხვას“ შორის განსხვავებული დისტანციის პირობებში“ (საქართვ. მეცნ. აკადემია, “მაცნე”, დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტის ჟურნ., #1, 2005); „MMPI-ს ნორმატული მაჩვენებლები და ძირითადი ფსიქოლოგიური მახასიათებლები ქართველებთან“ (საქართვ. მეცნ. აკადემია, “მაცნე”, დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტის ჟურნ., #1, 2005); „კონტრფაქტუალური აზროვნების გავლენა კრიმინალური ქმედებების შეფასებაზე“ (საქართვ. მეცნ. აკადემია, “მაცნე”, დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტის ჟურნ., #2, 2005); „საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური შეხედულებები“ (კრებ. “საკონსტიტუციო-პოლიტიკური რეფორმის პროცესი საქართველოში: პოლიტიკური ელიტა და ხალხის ხმები”, 2005); „კეტელის მრავალფაქტორიანი კითხვარი (CPQ) ბავშვებისათვის“ (საქართვ. მეცნ. აკადემია, “მაცნე”, დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტის ჟურნ., #1, 2006); „პიროვნული ნიშნების გამოხატულების თავისებურებანი ასაკობრივ ჭრილში (NEO PI-R –ის მიხედვით)“ (საქართვ. მეცნ. აკადემია, “მაცნე”, დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტის ჟურნ., #2, 2006); „ბავშვთა აპერცეფციის ტესტის (CAT) ადაპტაციის ზოგიერთი ასპექტი“ (ჟურნ. ,,საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე“, #1, 2007); „ინდივიდის პრიორიტეტული ღირებულებები და სტერეოტიპული წარმოდგენები ქართული საზოგადოებისათვის წამყვან ღირებულებათა შესახებ“ (ჟურნ. ,,საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე“, #1, 2007); „მორალური მსჯელობის ძირითადი ორიენტირები ქართველებთან“ (ჟურნ. ,,საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე“, #1, 2010); „პერფექციონიზმის სტრუქტურა და მისი მიმართება აფექტური ხასიათის ფენომენებთან“ (ჟურნ. ,,საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე“, #1, 2010); „წერა-კითხვისა და ანგარიშის ათვისებისთვის საჭირო ბაზისური უნარების განვითარების თავისებურებები და მიმართება სოციალურ ინტელექტთან“ (GESJ:Education Sciences and Psychology, No.1, 2012); „არის თუ არა კავშირში მშობლების განქორწინება მოზარდთა ემოციურ მდგომარეობასა და აკადემიური მოსწრების ხარისხთან?“ (GESJ:Education Sciences and Psychology, No.1(20), 2012); „A Psychometric Investigation of the Georgian Version of the Trait Emotional Intelligence Questionnaire“ (European Journal of Psychological Assessment, 29(2), 2013); „Living in a different world: Emotion-related self-perceptions in mental disorders“ (Personality and Individual Differences (60), 2014); „Citizenship Identity: Socio-Cultural Perspective“ (International Journal “Space, Society and Politics”, 2014); „Examining adult’s identity statusis: adaptive vs maladaptive dimension“ (Problems of Psychology in the 21st Century, 8(2), 2015); „The role of family factors and self-regulation: Problem behavior in Georgian adolescents“ (The Journal of Studies and Research in Psychology and Education, Vol. 6, No. 2, 2019); „Peer Pressure and Adolescents’ Problem Behavior“ (Journal of Advanced Research in Social Sciences and Humanities (JARSSH)" Vol. 5, Issue. 1. 2019); „6 თვიდან 6 წლამდე ბავშვის განვითარების მდგომარეობის შესაფასებელი ტესტის ქართული ვერსიის პირველადი სტანდარტიზაცია“ (GESJ:Education Sciences and Psychology, No.1(62), 2022); „ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური პრობლემების მოგვარების სახელმწიფო მექანიზმები“ (ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი, #1, 2023) და „სამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკის განსაზღვრის საფუძვლად მდებარე ფსიქოლოგიური ფაქტორები“ (GESJ:Education Sciences and Psychology, No.2(67), 2023). საერთაშ. ელექტრონულ ბაზებში განთავსებულია მის მიერ თანაავტორობით შესრულებული ტესტებისა და კითხვარების ადაპტირებული ვერსიები: Georgian version of Trait Emotional Intelligence questionnaire (G_TEIQue) (2010) და Georgian version of Moral Judgment Test, Konstanz Method of Dilemma Discussion (2010).

თხზ.:არუთინოვა, ლ. (1991). შეფასებითი მსჯელობის დინამიკა. თბ., გამომც. მეცნიერება; არუთინოვა, ლ. (თანაავტ.). (1999). გენდერული სტერეოტიპებისა და ქალის დისკრიმინაციის ფორმების შესწავლა. თბ.; არუთინოვა, ლ. (1999). ორგანიზაციული კონფლიქტები. წიგნში: ადამიანური რესურსების მენეჯმენტი. თბ.; არუთინოვა, ლ. (თანაავტ.). (2009). როგორ შევადგინოთ პედაგოგიური ტესტები. თბ., საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტრო. ISBN: 9789941014871; არუთინოვა, ლ. (მკვლევართა ჯგუფის წევრი). (2010). ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხების ეროვნული კვლევა საქართველოში. (პროექტის „დავძლიოთ გენდერული ძალადობა ამიერკავკასიაში“ საბოლოო ანგარიში). თბ., ISBN 9789941025662.